მილტონ გლეიზერი
„პოსტერი დიზაინერის ნამუშევარია, ტილო კი მხატვრის. ამ განმარტების
არასდროს არ მესმოდა, მე მხატვარი ვარ და ვხატავ პოსტერებს, იგივე სირთულეებს
ვაწყდები რასაც მხატვარი, რომელმაც ზეთი და მოლბერტი აირჩია. ხელოვნების ნიმუშის
შეფასება მხოლოდ ზეთით და ფანქრით არ ღირს. ყველაფერი ხელოვნებაა რასაც ჩვენი
ყურადღების მიქცევა შეუძლია, იქნება ეს ლოტრეკის ტილო თუ პოსტერი“.
ეს სიტყვები ცნობილ მხატვარს და დიზიაინერ მილტონ გლეიზერს ეკუთვნის.
მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია „მე მიყავრს ნიუ-იორკის“ ლოგო, მაგრამ ბევრმა არც იცის რომ ეს ლოგო მილტონ გლეიზერს ეკუთვნის. ამავდროულად ლოგო მსოფლიოში ყველაზე კოპირებადი ლოგოა და ის თითქმის ყველგან გვხვდება.
გლეიზერის ნამუშევრებმა დიდი როლი შეასრულეს პოპ-კულტურის
განვითარებაში.
მისთვის დამახასითებელია ღია ფერები, ის იყენებს ნებისმიერ
სტილისტიკას და მიმართულებას, პრიმიტივიზმიდან დაწყებული ავანგარდით დამთავრებული
ყველაფერი გლეიზერის ნამუშევრებში გვხვდება. როდესაც პიკასოს ბალზაკის ილუსტრაცის სთხოვეს მან ზუსტად 12 სტილში შეასრულა ერთი ნამუშევარი და ამ შემთხვევაში სტილზე ლაპარაკი
არააქტუალირია - (მილტონ გლეიზერი). გლეიზერისთვის მთავარია ფილოსოფია, რომელზეც ნამუშევარია დაფუძნებული და არა სტილი.
მთელი კარიერის მანძილზე გლეიზერი დიდი ზემოქმედებას ახდენდა თანამედროვე ხელოვნებაზე.
ყველამ ვიცით, რომ დიზაინერების უმეტესობა კომპიუტერის დახმარებით აწყობს ნამუშევრებს, აწყობს სრულიად გამართლებული სიტყვაა ამ შემთხვევაში, რადგან დახატვა და აწყობა ერთმანეთისგან განსხვავდება. სწორედ ამიტომ მილტონ გლეიზერს მოიხსენიებენ როგორც მხატვარ-დიზიანერს და არა დიზაინერს. გლეიზერის არცერთ
ნამუშევარში კომპიუტერი არ ფიგურირებს, ის ყველაფერს ხელით ხატავს, მათ შორის
ხელით არის შესრულებილი გლეიზერის ყველა შრიფტი. როგორც დიზიანერები ხუმრობენ „ვისი შრიფტიცაა მეფეც ის არის“ გლეიზერის შრიფტები კი წლების მანძილზე საუკეთესოდ ითვლება.
მილტონ გლეიზერი 80წლისაა და ის დღემდე ხელმძღვანელობს საკუთარ დიზაინ სააგენტოს Milton Glaser, Inc. სხვა დანარჩენ სააგენტოებისგან განსხვავებით Milton Glaser, Inc.
სააგენტოს ძირითადი კურსი არა მხატვრების მარკეტოლოგებზე დაქვემდებარებაა არამდე
მარკეტოლოგების მხატვრებზე, ანუ მათთვის მთავარია ყოველი ნამუშევარი ხელოვნება იყოს და არა მარკეტინგული ხრიკი.
მისი ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ ლინკზე
code:
http://www.miltonglaser.com/the-work/