სხვა უდაბნო ატაკამა 2013, 18 აგვისტო, 15:26 უდაბნო ატაკამა ყველაზე მშრალი ადგილია დადამიწაზე. მის ზოგიერთ ნაილში წვიმა არასოდეს მოდის. უდაბნო 1000 კილომეტრზეა გადაჭიმული, ჩილეს ჩრდილოეთიდან პერუს სამხრეთამდე.ერთი მხრიდან მას ეკვრის წყნარი ოკეანე, ხოლო მეორე მხრიდან ანდები. უდაბნოს მიწა შედგება მლაშობის, ქვიშისა და ლავის ნარჩენებისაგან. მიწა იმდენად მშრალი და უხეშია, რომ მთვარის ზედაპირს თუ შევადარებთ. ნალექი ატაკამას უდაბნოში წვიმა შეიძლება საუკუნეში მხოლოდ რამდენჯერმე მოვიდეს, თანაც, მის ზოგიერთ ნაწილში. ნალექი აქ იმდენად მცირეა, რომ მისი გაზომვაც კი ძნელია. ნისლის ბადეები ნისლის შემაკავებელ ბადეებს იყენებენ ძალიან მშრალ ჰავიან ადგილებში, სადაც ხშირია ნისლი. როდესაც ნისლი გადაივლის, წყლის წვეთები ბადეზე რჩება და მილებში ჩაედინება. მილებიდან კი წყალი სოფლებს, სახლებსა და ფერმებს მიეწოდება. სანაპიროს მიმდებარე უდაბნოები ხშირი ნისლი და სანაპირო ზოლის ცივი წყლები დამახასიათებელია ამ უდაბნოებისათვის. უდაბნო ატაკამასთან მომიჯნავე წყნარი ოკიანის წყლების ტემპერატურა დაბალია ჰუმბოლდტის ცივი დინების ზეგავლენით ეს დინება ანტარქტიკის ჩრდილოეთიდან შემოდის. სანაპიროსკენ მქროლავი ქარები თბილი და ნოტიოა, მათ თან წვიმა უნდა მოჰყვეს, მაგრამ ცივი დინების გამო წყლის აორთქლება მცირდება, წარმოიშვება ნისლი და ღრუბელი, მაგრამ არ წვიმს. 1835 2-ს მოსწონს
|