სხვა უსინათლო მშენებელი 2013, 18 აგვისტო, 9:07 ![]() 48 წლის ამერიკელმა აღიარა :“ერთ დღეს გადავწყვიტე ამეშენებინა საკუთარი სახლი და დავიწყე მიზნის განხორციელება". გრეიმ დახმარებისთვის მიმართა ელექტრიკოსებს, რადგან მას ნაკლებად გამოსდის ეს საქმე, მისი მეუღლე ივონი ყველა იმ ისტრუმენტით ამარაგებდა რაც აუცილებელი იყო და გამოიყენება მშენებლობისას. გრეი და მისი მსგავსი ათასობით ადამიანი არსებობს მსოფლიოში.ის 18 წლის ასაკში დაბრმავდა, ამის მიუხედავად მას ხელი არ აუღია განათლების მიღებაზე, შექმნა ოჯახი და შეუდგა საკუთარი საცხოვრებელი სახლის პროექტზე მუშაობა. გრეი მანამდე დარწმუნებული იყო, რომ ოჯახით გადავიდოდა სხვა საცხოვრებელ სახლში, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო და გამოსახლების საფრთხის წინაშე დადგა, რამაც აიძულა სწრაფად ემუშავა და სასურველი შედეგი მალე მიეღო. სემ თომას გრეი დიდ მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელიც მას მთელი ამ ხნის მანძილზე მხარში ედგა.მასში გაოცებას იწვევს მეზობლების ჭეშმარიტი ერთგულება, რომელიც მდგომარეობს შემდეგში, ისინი ცდილობდნენ რაც შეიძლება დიდხანს შეწყვეტილიყო გრეის გამოსახლების პროცესი, ამისთვის ისინი შეგროვებული თანხით იხდიდნენ გრეის ქირის ფულს. 17 2-ს მოსწონს
|