რაფაელ ნადალი: როჯერ ფედერერის დამარცხება, პირველ სეტში დაშვებული შეცდომების გაანალიზებით შევძელი
მეოთხედფინალურ ეტაპზე ცინცინატში ერთმანეთს როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პირველ სეტში უფრო ძლიერი შვეიცარიელი აღმოჩნდა ხოლო დანარჩენი ორი სეტის აღება ესპანელმა შეძლო - 7:5; 4:6; 3:6. ეს გამარჯვება ნადალისთვის 21-ე აღმოჩნდა 31 შეხვედრაში. ასევე ისიც აღსანიშნავია რომ შვეიცარიელისთვის ეს მარცხი ზედიზედ მესამე აღმოჩნდა რაფას წინააღმდეგ.
<< ამ მომენტისთვის მე კმაყოფილი ვარ ჩემი პროგრესით. შემეძლო თუ არა მომეგო ნადალისთვის? უნდა მომეგო რო? ვინ იცის...
მე ვფიქრობ, რომ ნადალს მოგებაში თავისი თავდაჯერებულობა დაეხმარა. როგორც არ უნდა იყოს, მე კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით და ვფიქრობ, რომ ვმოძრაობ სწორი მიმართულებით>>, -თქვა მატჩის შემდეგ ფედერერმა.
<<ვფიქრობ, მეორე სეტში მე ვუმატე თამაშის ტემპს. მე დავიწყე მოძრაობა უფრო ინტენსიურად. უფრო კარგად ვიღებდი ბურთებს მოწინააღმდეგის ჩაწოდებაზე, ასევე საკმაოდ ხშირად მივმართავდი ფორჰენდს. ეს არ მომხდარა პირველ პარტიაში. მე ვიცოდი, რომ შემეძლო გამომესწორებინა სიტუაცია და ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ გადამეწყვიტა და ამის შედეგად რამოდენიმე უმნიშვნელოვანესი ჩაწოდების მოგება შევძელი მეორე სეტში>>, ციტირებს რაფას სიტყვებს ATP-ს ოფიციალური საიტი.
ნახევარფინალურ მატჩში ესპანელი, რომელიც განთესილია მეოთხე ნომრად, დაუპირისპირდება ტომაშ ბერდიხს