სხვა ქართველი საზოგადოება 2013, 17 აგვისტო, 15:20 17მაისიდან მოყოლებული ქუჩაში უცნაურად ჩაცმულს ვეღარ გაგივლია დაქალთან ან ძმაკაცთან ერთად.თუ გრძელი თმები გაქვს უნდა მოიჭრა და სასეირნოდაც მხოლოდ საპირისპირო სქესთან ერთად წახვიდე. თუ მე შენნაირი ბიჭები არ მომწონს ლესბოსელი ვარ? უაზრო რეპლიკები, უაზრო სიტყვები და საშინელი ქცევები და მაინც არ იყურებიან ეს გოგოები ჰაჰ დაასკვნეს ჩვენი არატრადიციული ორიენტაცია. როდის გავიზრდებით, როდის ჩამოვყალიბდებით და როდის აღარ დავუწყებთ კონტროლიორებს ჩხუბს.ვაკეში ვიყავი და თავი სამეგრელოში მეგონა.ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ასეც არ შეიძლება არც მუსიკას ვუსმენ და არც ფანჯრებს ვხურავ, როცა მეზობლის ქათმები იკლებენ ჩემი საცხოვრებელი ადგილის მიდამოებს.დიახ ჩემს წინ საქათმეცაა.ჩემი ძაღლი სულ დასდევს და ვერცერთს ვერ გააწყვეტინა ხმა.ერთხელ ეცა წიწილას და გამოაბრდღვნა ბუმბული მხოლოდ ერთხელ.მერე ხათრით ავუკრძალე.სევდინაი თვალებით შემომხედა მე კიდევ ერთხელ დავუქნიე თითი და თვალი ავარიდე. 148 5-ს მოსწონს
|