x
3 ყველაზე ლამაზი და უნაკლო ქალი მსოფლიოში, რომელთა მომხიბლელობას მამაკაცები ვერ უძლებენ.

სილამაზე — ესთეტიკური კატეგორია, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას, ობიექტის ასპექტების ჰარმონიულ შეხამებას. დამკვირვებელი ობიექტის მიმართ განიცდის ესთეტიკურ ტკბობას. სილამაზე წარმოადგენს კულტურის უმნიშვნელოვანეს კატეგორიას. მისი აბსოლუტური ხარისხია შესანიშნაობა.
ამასთან ერთად, სილამაზე არის ზოგადი და ნაირგვარი გაგება, ხშირ
შემთხვევაში ეკლექტიკური.
ბუნებრივი სილამაზე ნიშნავს ბედნიერებას?
ქალბატონების გარკვეული კატეგორია ასე არ მიიჩნევს, რადგან ზოგიერთი უბრალოდ ლამაზი არაა ან და ზოგი ძალიან გადაიღალა სილამაზით. მსოფლიოს ძალიან ბევრი მართლაც ლამაზი მოდელები, მსახიობები და სხვადახვა პროფესიის ქალბატონები ჰყავს. მაგრამ ყველადან გამოირჩევა სამი ულამაზესი ქალი, მათი თვითვეული სახის ნაკვთი, კანის ფერი, სხეული და ბუნებრივი აღნაგობა ინდივიდუალური და ყველასგან გამორჩეულია, ისინი მსოფლიომ ყველაზე ლამაზებად აღიარა.
სამი ყველაზე ლამაზი და უნაკლო ქალი მსოფლიოში, რომელთა მომხიბლელობას მამაკაცები ვერ უძლებენ:



შარლიზ ტერონი. imageშარლიზ ტერონი დაიბადა 7 აგვისტოს 1975, ბენონში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში — სამხრეთ აფრიკელი წარმოშობის ამერიკელი მოდელი და მსახიობი, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს გახდა ცნობილი როლებით ისეთ ფილმებში, როგერებიცაა „ორი დღე ხეობაში“, „მძლავრი ჯო იანგი“, „ეშმაკის ადვოკატი“ და „მეღვინეების წესები“. შარლიზის მიერ განსახიერებულმა სერიული მკვლელის ეილინ უორნოსის როლმა ფილმში „მონსტრი“ (2003) კრიტიკოსების და კინომოყვარულების მოწონება და არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის „ოქროს გლობუსი“, „ვერცხლის დათვი“, „ოსკარი“ ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის და სხვა. ტერონი აფრიკაში დაბადებულთაგან პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც ოსკარი მოიპოვა.
2005 წელს შარლიზი კვლავ წარადგინეს ოსკარის ნომინაციაზე ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის ფილმში „ჩრდილოეთის ქვეყანა“ (2005).
ჰოლივუდის ბულვარზე გახსნილია შარლიზ თერონის სახელობის ვარსკვლავი.
თერონი დაიბადა ბენონში, ტრანსვაალის პროვინციაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, და ერთადერთი ბავშვი იყო გერდა ჯეიკობ ალეტისა და ჩარლზ თერონის ოჯახში. დედის მხრიდან ტერონი გერმანული წარმოშობისაა, ხოლო მამის მხრიდან — ფრანგული და ჰოლანდიური ფესვები აქვს. ტერონის მშობლები ფერმას და გზების მშენებლობის ფირმას ფლობდნენ, რომელსაც გერდა ტერონი მართავდა.
1991 წლის 21 ივნისს მისმა დედამ, გერდამ, მამამისი ცელსასროლი იარაღით მოკლა. ჩარლზი, რომელიც ალკოჰოლიკი იყო, გერდას თავს დაესხა და მასა და შარლიზს მოკვლით ემუქრებოდა. გასროლა თავდაცვად შეფასდა და გერდა არ დასჯილა. ამ დროს შარლიზი 15 წლის იყო.imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageანჯელინა ჯოლი.imageანჯელინა ჯოლი ვოიტი დიბადა 4 ივნის, 1975 წელს უკეთ ცნობილი როგორც ანჯელინა ჯოლი — ამერიკელი კინომსახიობი. პოპულარული მედიის მიერ ის ხშირადაა აღიარებული როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალი. ხოლო მისი არაეკრანული, პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული. მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი.
მიუხედავად იმისა რომ ანჯელინას დებიუტი მის ბავშვობაში შედგა მამამისთან ერთად 1982 წლის ფილმში „ველოდები წასვლას“, ჯოლის სამსახიობო კარიერა დაიწყო მოგვიანებით, დაბალბიუჯეტიანი ფილმით „კიბორგი 2“ (1993). მან პირველი მთავარი როლი განასახიერა ფილმში „ჰაკერები“ (1995), ასევე მან ითამაშა კრიტიკოსთა მიერ კარგად მიღებულ და აღიარებულ ბიოგრაფიულ ფილმებში: „ჯორჯ ვალასი“ (1997) და „ჯია“ (1998) და მიიღო ოსკარი, როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელმა ქალმა, ფილმისათვის „გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს“ (1999). ჯოლიმ მიაღწია საქვეყნო აღიარებას ფილმით „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ (2001), სადაც მან ვიდეო-თამაშის გმირი, ლარა კროფტი განასახიერა. ამის შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში. მან თავისი ყველაზე დიდი კომერციული მოგება ნახა მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ჟანრის ფილმით „მისტერ და მისის სმიტი“ (2005).
ანჯელინა დაშორდა თავის პირველ მეუღლე ჯონი ლი მილერს, მეორე მეუღლე ბილი ბობ ტორნტონს, ახლა კი მსახიობ ბრედ პიტთან ერთად ცხოვრობს, მათ შორის ურთიერთობამ მსოფლიო მედიის ყურადღება დაიმსახურა. ჯოლის და პიტს ჰყავთ სამი აყვანილი ბავშვი: მედოქსი, პექსი და ზაჰარა, ისევე როგორც სამი ბიოლოგიური შვილი: შილო, კნოქსი და ვივიენი. ანჯელინა დაკავებულია საქველმოქმედო საქმეებით მთელ მსოფლიოში და ასევე ის თანამშრომლობს UNHCR-სთან.
ანჯელინა ჯოლი ვოიტი დაიბადა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, არის მსახიობ ჯონ ვოიტისა და მარჩელინ ბერტრანდის შვილი. ის ჩიპ ტეილორის ძმისწულია და ჯეიმზ ჰეივენის და, ასევე ჟაკლინ ბისეტისა და მაქსიმილიან შელის ნათლული. მამის მხრიდან ანჯელინა სლოვაკური და გერმანული წარმოშობისაა, დედის მხრიდან კი ფრანგი კანადელია.
1976 წლიდან მშობლების დაშორების შემდეგ ჯოლის და მის ძმას ზრდიდა დედა, რომელმაც მსახიობობისაკენ მისწრაფება დაივიწყა და და ბავშვებთან ერთად გადავიდა პალისეიდსში, ნიუ იორკში. პატარა ენჯი ხშირად უყურებდა ფილმებს დედასთან ერთად და მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ სწორედ ამ გარემოებამ დააინტერესა ის მსახიობობით. მამას მისთვის ძალა არ დაუტანებია, რომ არტისტი გამხდარიყო. როდესაც ანჯელინა 11 წლის იყო ოჯახი კვლავ ლოს ანჯელესში დაბრუნდა, მან გადაწყვიტა რომ მსახიობობა სურდა და ჩაირიცხა კიდეც ლი სტრასბერგის თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც ის ორი წელი გადიოდა სამსახიობო ტრეინინგებს და ჩნდებოდა სპექტაკლებში. ენჯის დედას მცირე შემოსავალი ჰქონდა, ამიტომ მომავალი ვარსკვლავი ხშირად ატარებდა მეორად ტანსაცმელს. მას ასევე აღიზიანებდნენ სხვა სტუდენტები, რომლთა ერთგვარი მიზანიც მის განსხვავებულ ნაკვთებსა და გარეგნობაზე დამცინავი საუბარი იყო, რადგანაც მსახიობი ძლიერ გამხდარი იყო, ატარებდა სათვალეს და ე. წ. აჭიმს. როდესაც ჯოლის პირველადი სამოდელო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა მან თითქმის მთლიანად დაკარგა თვით-პატივისცემა და თავისი თავის რწმენა. დაიწყო საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენება, მოგვიანებით ამაზე ჯოლიმ განაცხადა: „მე ვაგროვებდი დანებს და ყოველთვის მქონდა რამდენიმე მათგანი ახლომახლო. რაღაც მიზეზების გამო ჩემი თავის დაჭრის და ტკივილის შეგრძნების რიტუალი, რომელიც შესაძლოა მაგრძნობინებდა სიცოცხლესა და თავისუფლებას, იყო ჩემთვის ერთგვარი თერაპია“.imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

ჯულია რობერტსი.image
ჯულია ფიონა რობერტსი დაიბადა 1967 წლის 28 ოქტომბერს, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში (აშშ). მიღებული აქვს ოსკარი ფილმისთვის „ერინ ბროკოვიჩი“. მომავალი მსახიობი ოჯახში მე–3 ბავშვი იყო. ჯულიას მამა გეითსი, უოლთერ გრეიდი (დაბადებული 1933 წელს) ერთდროულად გასაბერი ლეიბების გამყიდველი, მსახიობი და მწერალი იყო. ჯულიას დედა ბრედემასი, ბეთი ლუ (დაბადებული 1934 წელს) შეთავსებით მსახიობობდა.imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage











































4
845
5-ს მოსწონს
ავტორი:All.star
All.star
845
  
2013, 19 აგვისტო, 21:11
სამივე გიჟი ქალია :D
2013, 18 აგვისტო, 10:11
კარგია:)
2013, 17 აგვისტო, 19:52
მადლობ... მიხარია, რომ მოგეწონა :DD
2013, 17 აგვისტო, 19:51
მაგარი სტატიაა:D
0 1 4