ორსულობა და ბავშვი ქალმა სიკვდილიდან ერთ თვეში იმშობიარა 2012, 30 აპრილი, 20:54
ბიჭების დედა ქრისტინა ბოლდენი გარდაიცვალა მძიმე დაავადებისაგან ფეხმზიმობის მე-20 კვირაზე, მაგრამ ექიმებმა გადაწყვიტეს და გარისკეს ნაყოფის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ სპეციალური აპარატით ხელოვნური ფილტვების ვენტილაციით. 25 კვირაზე, რომელიც ითვლება კრიტიკულ ნორმად, გინეკოლოგებმა გარდაცვლილს ჩაუტარეს საკეისრო კვეთა. ექიმები არ გამორიცხავენ რომ, ნიკოლასი და ალექსანდრე ძალიან ჩამორჩებიან განვითარებას. სტატისტიკურად დაახლოებით 70% ბავშვებისა რომლებიც დაიბადნენ 25-ე კვირაზე გადარჩნენ, მაგრამ დიდი რისკი არსებობს რომ მათ განუვითარდეთ ქრონიკული დაავადებები. "ჩვენ იმედი გვაქვს რომ პატარები გადარჩებიან. მაგრამ ისინი ჯერ ძალიან პატარები არიან რომ რაიმე დასკვნები ან პროგნოზი გავაკეთოთ" ამბობს მიჩიგანის კლინიკის პროფესორი კოსმან ვანდევენი. 1982 წლიდან დღემდე მსოფლიოში 30 ასეთი უნიკალური ოპერაციაა გაკეთებული. 24119 25-ს მოსწონს
|