საზოგადოება ცხოვრება ბედნიერი წამებით იზომება 2013, 16 აგვისტო, 18:55 ძველ ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ადამიანმა სიცოცხლეში თუ იპოვა ბედნიერება და სხვაც გააბედნიერა, სიკვდილის შემდეგ მის სულს ღმერთები აუცილებლად სამოთხეში მიიღებდნენ. და მაინც, რა არის ბედნიერება? ჩემი აზრით არ არსებობს ქვეყნად ხანგრძლივი და აბსოლიტური ბედნიერება. არის მხოლოდ ბედნიერი წუთები, ან თუნდაც წამები, რომლებიც ნათელ და ღრმა კვალს ტოვებენ ჩვენს მეხსიერებაში, და რაც უფრო ბევრი გროვდება ასეთი წუთები ჩვენს ცხოვრებაში, მით უფრო სასიამოვნო და კეთილგანწყობილი ხდება ჩვენთვის სამყარო. მთავარია არ დავიზაროთ ყოველი ბედნიერი წუთით დატკბობა და არ ვიყოთ კონცენტრირებული მომავალზე. მთავარია შევიგრძნოთ ბედნიერი წუთები დღესვე და ახლავე. ყოველი ახალი წუთი, ყოველი ახალი დღე, ღვთის საჩუქარია. ილუსტრაციები, რომელიც თქვენს წინაშეა ალბად ნაცნობი სიუჟეტებითაა სავსე. ეს ის ბედნიერი წამებია, რომელთა მსგავსი ალბად ყველა ჩვენგანმა გაიარა და შეუძლებელია დადებითი ემოციების გარეშე დავათვალიეროთ. 128 4-ს მოსწონს
|