საზოგადოებრივი 8 საშუალება, რომელიც ტვინის მუშაობას ეხმარება 2013, 15 აგვისტო, 22:48 ფიქრის პროცესი უწყვეტია. ჩვენ განუწყვეტლივ განვიხილავთ, ვწყვიტავთ რთულ ცხოვრებისეულ ამოცანებს. ზოგჯერ გვსურს დავეხმაროთ ტვინს, დავაჩქაროთ შემეცნებითი პროცესები. როგორ გავაკეთოთ ეს? ვცადოთ შემდეგი რჩევები. ყავა. კოფეინი თქვენ დაგეხმარებათ რთული ამოცანების ფოკუსირებაში. შემეცნებითი პროცესების დაჩქარებაში. კოფეინი დროებით აიძულებს ტვინს ეფექტურად იმუშაოს. მაგრამ გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გარკვეული ზიანი მიაყენოს ორგანიზმს. ღვინო. სწავლულები ამტკიცებენ რომ ღვინოსაც გააჩნია უნარი დააჩქაროს შემეცნებითი პროცესები, მასში ანტიოქსიდანტების არსებობის წყალობით. მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ რომ ეს ალკოჰოლური სასმელი შეიძლება მხოლოდ ზომიერების ფარგლებში გამოვიყენოთ. მაშინ ღვინო დადებით გავლენას ახდენს ტვინის მუშაობაზე და ზოგადად ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. მზის შუქი. მზის შუქის სიუხვე შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს კანისათვის და არა ტვინის მუშაობისათვის. მაგალითად მზის ამოსვლისას ადამიანის განწყობა უმჯობესდება. მკვლევარები თვლიან რომ D ვიტამინის მაღალი დონე (რომელიც გამომუშავდება მზის სხივების ზემოქმედებით) შესაძლოა შეანელოს ტვინის დაბერება. “მოხეტიალე გონება". რომ განვტვირთოთ გონება, საჭიროა ჩავატაროთ ადვილი სავარჯიშოები. მივეცეთ ოცნებებს, გავიხსენოთ საინტერესო შემთხვევები. აზრობრივი ძებნა ნივთების. გონებისათვის სასარგებლოა ფიქრებით ნივთების ძებნა. ამოცანის ეფექტურობას გაზრდის ქმედებების ხმამაღლა გამოთქმა. საკვები. ყველა საკვები არ არის სასარგებლო. რა შეიძლება დაეხმაროს ტვინის მუშაობას? ეს არის პროდუქტი რომელიც შეიცავს გლუკოზას, ამინომჟავას, ცხიმოვან მჟავას და ანტიოქსიდანტებს. სასარგებლოა კაკალი რომელიც შეიცავს ვიტამინ E–ს. ექსპერტები გვირჩევენ მივიღოთ ავოკადო, მარცვლეული და ა. შ. ფიზიკური ვარჯიში. ზოგიერთი ფიქრობს რომ სპორცმენები უფრო ნაკლებად ჭკვიანები არიან ვიდრე მაგალითად, ასპირანტები. მაგრამ მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ფიზიკური ვარჯიში ხელს უწყობს შემეცნებით ფუნქციებს. უბრალოდ ჩვეულებრივი სიარულიც დადებითად მოქმედებს გონებაზე. შიმშილი. “მშიერი სტუდენტი–კარგი სტუდენტია."–ამბობენ პედაგოგები სასწავლებლებში. იელის სამედიცინო სკოლის სწავლულებმა ცდები ჩაატარეს თაგვებზე და აღმოაჩინეს რომ მშიერი თაგვები უფრო უკეთესად ასრულებდნენ შემეცნებით სავარჯიშოებს. 166 4-ს მოსწონს
|