საქართველო "გაბრწყინდა", იყიდება ზეციური საწვავი ...!!!
უმაღლესი ხარისხის საწვავი საქართველოში არ იწარმოება და არც უცხოეთიდან შემოდის, მაგრამ იდუმალი განგებულობით, ის მაინც იყიდება...!!!
ვივა კუბა! ვავა საქართველოს ბიზნეს ელიტა...!!!
მონოპოლია და ელიტარული კორუფცია ყვაოდა სააკაშვილის დროს და ყვავის დღევანდელ საქართველოშიც...!!!
==================
"იტალიის საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, 2009 წელს იტალიიდან საქართველოში განხორციელდა 40 მილიონი ლიტრი ბენზინის იმპორტი, საქართველოს იმავე სამსახურმა დააფიქსირა 19, 74 მილიონი ლიტრი."
"2010 წელს იტალიის მხარემ დააფიქსირა 37, 85 მილიონი ლიტრი ბენზინის იმპორტი, საქართველოს მხარემ _ 20, 13 მილიონი ლიტრი."
"2011 წლის მონაცემების სხვაობა 12, 5 მილიონი ლიტრია"
შალვა მექვაბიშვილის კომენტარი:
იტალიიდან იმპორტირებულ საწვავს საქართველოში მოხმარებული საწვავის ბაზრის მხოლოდ 2პროცენტი უკავია. აქ, საგარეო ვაჭრობის ამ ერთ სეგმენტში, ბოლო სამი წლის განმავლობაშისახელმწიფო ბიუჯეტმა კონტრაბანდული ბენზინის განუბაჟებლობის შედეგად გადასახადებისსახით დაკარგა 24-25 მილიონი ლარი.
სამაგიეროდ ბიზნესელიტამ, ანუ ელიტკორუფციონერებმა მოიგეს 49 მილიონ ლარზე მეტი.
...._ ბენზინის ბაზარზე იტალიის ორი პროცენტი და ასეთი დანაკარგები! იოლი წარმოსადგენია, დანარჩენ 98 პროცენტის კორუფციის მასშტაბები!
....2009 წელს ბულგარეთის საბაჟო სამსახურის მიერ რეგისტრირებული, საქართველოში გამოგზავნილი ბენზინის რაოდენობა უდრიდა 210, 08 მილიონ ლიტრს, საქართველოს შემოსავლების სამსახური ამ რაოდენობის ერთ მესამედზე ცოტა მეტს აფიქსირებს, ანუ _ 74, 75 მილიონ ლიტრს.
განუბაჟებლობის შედეგად გადასახადების სახით მხოლოდ 2009 წელს დავკარგეთ 60, 4 მილიონილარი, შემომტანების სარგებელი კი 135 მილიონ ლარზე მეტია.
ყველამ იცის, რომელი კომპანიები განახორციელებენ ბენზინის იმპორტს საქართველოში _ «ვისოლი», «რომპეტროლი», «ლუკოილი», «გალფი». ყველა ამბობს, რომ სწორედ ამ სფეროშია თავმოყრილი ელიტური კორუფციონერების ბირთვი. მაგრამ ასევე ყველამ იცის, რომ ეს სფერო ხელშეუხებელია მაკონტროლებელი ორგანოებისთვის, დანაღმული ველია.
http://www.geworld.ge/View.php?ArtId=4165&Title=kontrabandis+nacionaluri+Taviseburebani&lang=ge