x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"დუმილი, ვით სამარე"... (7 ნაწილი)
image


ერთ მშვენიერ დილას ვილმას კარგ ხასიათზე გაეღვიძა, ცოტახანში თიკაც ესტუმრა და კარგათ ერთობოდნენ. ის კი იყო სამზარეულოში გავიდა განმეორებითი ყავის მოსადუღებლად და კარზე ზარი გაისმა. კარი თიკამ გააღო და სტუმრები გაოგნებულმა შემოიპატიჟა. სამზარეულოდან გამოსულ ვილმას კი მათ დანახვაზე ლანგარი ჩაუვარდა ხელიდან. ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა. სიტყვა დიტომ დაიწყო.


*** ვილმა მე სიმართლე ვიცი უკვე, ამიტომაც ვართ აქ ეხლა მე და თათა. მინდა გითხრა, რომ ერთმანეთი გვიყვარს და გადავწყვიტეთ ტყუილების გარეშე ყოფნა, შენ კი ჩათვალე რომ ყველაფერი გიოს ხათრით გაპატიე, დღეის იქით კი შენს მსგავს გამოხტომებს ადგილი აღარ ჰქონდეს, ამას კატეგორიულად გიკრძალავ.


ვილმამ ფერი დაკარგა, ყურები დაუგუბდა და ექოდ ესმოდა დიტოს ხმა, იქ მყოფთაც ლანდებად ხედავდა. გაოგნებულმა თიკამ წამოიყვირა:


--- რა ჯანდაბა ხდება აქ გამაგებინებს წესივრად ვინმე?!!


*** მიკვირს თიკა შენმა დაქალმა როგორ დაგიმალა ეს ყველაფერი, ჩვენ ასახსნელი აღარაფერი გვაქვს მეტი, დანარჩენში თვითონ გაგარკვიოს.


--- ვილმა გამაგებინე რა ხდება ბოლოს და ბოლოს.

აჯანჯღარა თიკამ ვილმა, მაგრამ ვილმა გამშრალი იყო, გაქვავებული იჯდა და უნებური ცრემლი უგორავდა თვალთაგან.


*** თიკუშ, გიოს მხრიდან ძალიან მაგრად მიყვარხარ ეს იცოდე და რახან ვილმა სდუმს, მოკლედ გეტყვი, რომ თურმე ვილმას ვუყვარვარ, მირეკავდა კიდეც და ვსაუბრობდით ბევრს და დიდხანს, მაგრამ არ უთქვამს რომ თვითონ იყო, ხოლო როდესაც შეხვედრას ვთხოვდი, დაქალ თათას მახვედრებდა, მე კი თათა შემიყვარდა, ოღონდ ნამდვილი თათა და არა ვილმას მოგონილი. თათასაც ვუყვარვარ და ასე, რომ არც იყოს, ვილმას მაინც ვერ შევიყვარებდი მხოლოდ იმის გამო, რომ გიოს უყვარს ის, ხომ გესმის ჩემი? იდიოტურ მდგომარეობაში კი აღმოვჩნდი თავიდან, მაგრამ გარკვეული ფიქრის შემდეგ მე ეს გადაწყვეტილება მივიღე და მინდა ვილმამ დღეიდან თავი დამანებოს.


--- ეხლა მე მისმინე დიტო. და შენ თათა ნორმალური ადამიანი გგონია? თუ შენ გესმის და ფიქრობ, რომ რახან გიოს უყვარს ვილმა, მხოლოდ მაგის გამო ვერ შეხედავდი როგორც ქალს, მაშინ თათამ რატომ შემოგხედა, ვილმას ხომ უყვარხარ? (და თიკა თათას ეცა სიტყვებით)

თათა შენ ხარ არარაობა ამ ქვეყნად, მძიმდება შენით დედამიწა, მეზიზღები ამაზრზენო არსებავ, ამ ლაქას ვერასოდეს ჩამოირეცხ. (და სიტყვა დიტომ შეაწყვეტინა)


*** თიკა კმარა, ნუ გავიწყდება, რომ მე ის მიყვარს და არ მოგცემ მისი გალანძღვის უფლებას, თავი შეიკავე გთხოვ.


--- და თავი კიდევ მე შევიკავო? ეგ ნაგავი 11 წელია თითქმის რაც ვილმას დაქალია და ეს რა გააკეთა, თქვენ ერთად ვერ იქნებით დამიჯერე, ეს ცოდვა არ მოგასვენებთ არცერთს. თათა, მწარედ განანებ როცა კი ამის საშუალება მექნება, ქვეყანას მოვფენ შენს საქციელს და ყველაფერს ელოდე იცოდე. (თიკა ადგა, მივიდა კარი გააღო და დაიყვირა) გაეთრიეთ აქედან ეხლავე!!!


მათი წასვლა და ვილმას გულის წასვლა ერთი იყო, სანამ თიკამ კარი დაკეტა, ვილმა უკვე ძირს ეგდო და სანამ არ დარწმუნდა საფრთხემ ჩაიარა, გვერდიდან არ მოშორებია, თუმცა ვილმა სირცხვილით თვალს ვერ უსწორებდა მეგობარს.


--- თიკა, მაპატიე გთხოვ. (და ისევ ატირდა)


*** ოხ ეს სინანული, ვეღარაფერს შეცვლის შენდასაუბედუროდ. (ამოიოხრა თიკამ) გული საშინლად მტკივა იცი?! მე ხომ გენდობოდი, მიყვარდი, ბევრს ვეცადე, ძალიან ბევრს, თუმცაღა ამაოდ. ეს რა გააკეთე ვილმა, გადარეული ვარ, სული ამიფორიაქე, გულში ხანჯალი გამიყარე და ჩვენი მეგობრობის სიმი გაწყვიტე, ყველა იმედი გამიცრუე, იმიტომ დამიმალე, რომ იცოდი წინასწარ მაგ აზრს არ მოგიწონებდი, კარგათ მიცნობ ე.ი. და აი, მე შევცდი შენში, თურმე აქამდე ამაო იყო ეს ურთიერთობა, საერთოდ არ მცნობიხარ. აღარაფერში მჭირდება ასეთი მეგობარი, კარგათ იყავი.


თიკა ადგა, ვილმა მას ძახილით დაედევნა, მაგარამ გოგომ სირბილით და ცრემლებით ჩაირბინა კიბეები. მარტო დარჩენილი ვილმა შემობრუნდა სახლში, თავის საწოლზე გულაღმა დაემხო და მწარედ აქვითინდა.

3
50
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
50
  
2014, 19 აპრილი, 15:12
მაგარია
2013, 18 აგვისტო, 1:16
განაგრძე მეგობარო გთხოვ ძალიან მაგარი ისტორიაა ძალიან მომეწონა მართალია ძალიან ცუდია რაც ხდება მაგრამ მაინც მაინტერესებს მეგობარო როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი
2013, 17 აგვისტო, 16:42
ხოოო ეს ვერაა კაი საქმე მაგრამ ასეც უნდა მომხდარიყო ხო?აწი რა ხდებნა ნეტა?:)
0 1 3