ადამიანი, ყველა ნიჭიერიაო, ამბობენ, მთავარია ნიჭს გასაქანი მიეცესო. მაგრამ არსებობენ განსაკუთრებულად კრეატიული ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში და ყველგან ამჟღავნებენ უდიდეს ტალანტს. ამის ნათელი დადასტურებაა ქვემოთ ნაჩვენები სურათების ნაკრები, რომელსაც მე პირობითად დავარქმევდი: -"ცოტა ხნით შეჩერდი, გამოავლინე კრეატივი!" კრეატივი ყველგან შეიძლება აჩვენო, თუნდაც მეეზოვედ ან დამლაგებლად მუშაობის დროს. ეს სურათი შემთხვევითმა გამვლელმა გადაიღო მელბურნში. ოცნებებში წასულმა მეეზოვე ბიჭმა ქუჩა არტ -შედევრად აქცია. სანაპიროზეც შეიძლება დაისვენო და "გაერთო". და ოცნების სასახლეც ააშენო. აქ ალბად უბრალოდ ვიღაც ძალიან შემოქმედმა ადამიანმა გაიარა და ცოტა ხნით შეჩერდა. მაკდონალდსშიც თუ შეკვეთა იგვიანებს, მაშინ ფანტაზია თავისას შვრება. შემოქმედ ადამიანს საყიდლების სიაც განსაკუთრებული აქვს. შეშაც კი კრეატივს აღვიძებს ზოგჯერ. მეთევზის უსაზღვრო მოთმინების უნარი დიდი ძალაა. მანქანის გარეცხვა უნდოდა და მუზა ეწვია. ოფისშიც შიძლება კომპიუტერთან, კრეატივის გამოვლენა. მაღაზიაში გამოფენის მოწყობაც შეიძლება თუ დრო გაქვს. კრეატიული და შემოქმედი ადამიანები ყველგან არიან. ისინი ალამაზებენ სამყაროს.