ტენდენციები გასული კვირის ყველაზე მოდური აქსესუარები და ფეხსაცმელები 2013, 14 აგვისტო, 22:52 გასული კვირის ყველაზე მოდური აქსესურები და ფეხსაცმელები გამოავლინა მოდის სამყარომ, რომელსაც ძირითადად ვარსკვლავები მოიხმარენ.ტოპ - მოდელი ირინა შეიკი თავის მეგობარ ნადეჟდა სავხოვასთან ერთად, რომელიც ასევე მოდელია, გასულ კვირას - 8 აგვისტოს იტალიის კუნძულ სარდინიაზე იუველირ და ცნობილ მილიარდელ ფავაზ გრუოზს სტუმრობდნენ იუბილეზე. ყველაზე ძვირადღირებული ბრილიანტებითა და საფირებით შემკობილნი საღამოზე ელეგანტურობით გამოირჩეოდნენ .ირინა შეიკის საყურე და ბეჭედი თეთრი ბრილიანტის თვლებით ბზინავდა, რომელიც "დე გრიზოგონოს" სერიიდან არის. ასევე ბრილიანტებით იყო გაწყობილი ნადეჟდა სავხოვას სამაჯური და საყურეები იმავე სერიიდან.ორთავე კი იუველირების მაგნატს ფავაზ გრუოზს ფირმისაა.
თუმცა მხოლოდ სამკაულები არ არის ერთადერთი გზა წარმატების მისაღწევად.მარტო სამკაულებით არ მიუღწევიათ პოპულარობისთვის მერაია ქერის და ახალგაზრდა მსახიობ ლილი კოლინზს.მაგალითად, მათ შეძლეს დახმარებოდნენ ფეხსაცმლის დიზაინერებს და საკმაოდ წარმატებულად შექმნეს ახალი დიზაინი, რომელთა ნაწილი გასული კვირის ყველაზე მოდურ ფეხსაცმელებად დაასახელეს. გასული კვირის ყველაზე მოდურ ჩანთად ჩაითვალა ინდოელი მსახიობის პრიანკა ჩოპრას პატარა ხელჩანთა. ეს არის ის მცირე ჩამონათვალი მოდური აქსესუარებისა და ფეხსაცმელებისა, რომლებიც ჩვენს სელებრითებს კიდევ უფრო ალამაზებენ. 261 19-ს მოსწონს 1-ს არა
|