საბუნებისმეტყველო მირაჟი-როდესაც ბუნება გვატყუებს(ფოტო-ვიდეო) 2013, 13 აგვისტო, 16:07 ადამიანები უძველესი დროიდან ხედავდნენ მირაჟს, ბევრი ადამიანია, რომელსაც უბრალო, მარტივი მირაჟი უნახია-ავტომაგისტრალზე მოლივლივე ტბა, თუმცა არიან ათასობით ერთდროული მოწმე, რომლებმაც ცაზე გაკიდული ქალაქები, ულამაზესი ციხე-სიმაგრეები და მთელი ჯარის ბატალიონიც კი დაინახეს.თუმცა მეცნიერებმა ბოლომდე ვერ მოუძებნეს ახსნა ამ ბუნებრივ ფენომენს.მირაჟი არსებობს რამდენიმე სახეობის:ტბის ქვედა, ცის ზედა, შორეული ხედვის მირაჟი, გვერდითი მირაჟი და ყველაზე რთული-"ფატა-მორგანა".ქვედა(ტბის) მირაჟი ჩნდება მაშინ, როდესაც ჰაერის ნაკადი მიწის ზედაპირზე ისე ძლიერად ცხელდება, რომ(მაგალითად უდაბნოში)სინათლის სხივები საგნებიდან მძლავრად აირეკლება.მირაჟის მსხვერპლები ყველაზე ხშირად ხდებიან ქარავნები, რომლებიც ერ-ერ რავის უდაბნოს გადიან ჩრდილოეთ აფრიკაში, ადამიანების წინ ჩნდება ოაზისი, რომელიც თითქოს 2-3 კოლომეტრითაა დაშორებული, სინამდვილეში კი ნამდვილი მანძილი არა ნაკლებ 700 კილომეტრია.ზედა მირაჟის დროს ჰაერი მიწიდან ცხელდება, ხოლო მაღლა ტემპერატურა დაბალია, მაგრამ გრილ შრეში თუ შეიჭრა თბილი ჰაერი(მაგალითად სამხრეთის ქარი), მკვეთრად გაყოფილი ჰაერის შრეებში ხდება ძლიერი რეფრაქცია, სინათლის სხივები აირეკლავს საგნებს, რომლებიც ათეულობით ან ასეულობით კილომეტრითაა დაშორებული.ფატა-მორგანა-რთული ატმოსფერული მოვლენაა ბუნებაში, ერთად აღებული რამდენიმე მირაჟის ფორმა, ამ მოვლენის დამაჯერებელი ახსნა ჯერჯერობით არ მოიძებნა, არსებობს სხვადასხვა თეორიები. 540 6-ს მოსწონს
|