x
image
თამარი555
მონათხრობი რომლებიც დაგვაფიქრებენ
image


–“დღეს მე ის მოვინახულე საავადმყოფოში უკვე 127–ჯერ, როგორც ვაკეთებდი ამ უკანასკნელ 126 დღის მანძილზე, როდესაც ის კომაში იმყოფებოდა. ღამით მესიზმრა, რომ ის გარდაიცვალა. მე გამეღვიძა და საწოლში მწოლიარე ვფიქრობდი იმაზე თუ ვისწავლიდი ცხოვრებას უიმისოდ. ამის შემდეგ დარეკა ტელეფონმა და ეს ის იყო."–



image




–“დღეს როდესაც მე დავკარგე ჩემი საფულე კარებზე დააკაკუნა ადამიანმა, რომელმაც იპოვა ის და მომიტანა. ყველაფერი თავის ადგილას დამხვდა. შიგ ზუსტად 200 დოლარი იდო. მე შევთავაზე უცნობს დაჯილდოების საფასური და იგი დამთანხმდა აეღო 100 დოლარი. ეს იმით ახსნა რომ დილით თვითონაც დაკარგა საფულე და მასშიც 200 დოლარი იდო და ნახევარის წაღება სამართლიანი იქნებოდა.ის წავიდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ უკან დაბრუნდა და ისევ მომიტანა 100 დოლარი. რადგან მას ვიღაც ქალმა უკან დაუბრუნა მისი საფულე ."–



image



–“ მე შევედი ბუკინისტურ მაღაზიაში და ვიყიდე კოპიო ჩემი წიგნისა რომელიც მე მომპარეს ბავშვობის დროს. რა დიდი იყო ჩემი გაოცება როდესაც გავხსენი და დავინახე რომ ეს ჩემი მოპარული წიგნი იყო. პირველ გვერდზე ეწერა ჩემი სახელი და ბაბუას ხელნაწერი, რომელმაც მაჩუქა წიგნი:“ მე იმედი მაქვს მრავალი წლის შემდეგ ეს წიგნი კვლავ მოხვდება შენს ხელში და წაიკითხავ მას."–




–“დღეს სადილის დროს ყრუ-მუნჯმა ბავშვმა, რომელსაც მე ვუვლი 5 დღე კვირაში ბოლო ოთხი წლის მანძილზე, მე შემომხედა და მითხრა:“გმადლობთ თქვენ. მე თქვენ მიყვარხართ." ეს იყო მისი პირველი სიტყვები."–



–“ჩემი მეუღლე მუშაობს ინგლისური ენის მასწავლებლად სკოლაში. დაახლოებით მისმა 200–მა კოლეგამ და ყოფილმა მოსწავლეებმა ჩაიცვეს ერთი მაისური წარწერით:“ ჩვენ ვიბრძოლებთ ერთად." როდესაც გაიგეს რომ იგი ავად იყო სარძევე ჯირკვლის სიმსივნით. მე არასოდეს არ მინახავს ჩემი ცოლი ასე გახარებული."–



–“დღეს დილით მე შევჩერდი გზაზე სამსახურში მიმავალი, რომ დავხმარებოდი ქალს მანქანის ბორბლის გამოცვლაში. სამაგიეროდ ამ ქალმა სიკვდილს გადამარჩინა, როდესაც მოულოდნელად შემხვდა ქალაქის ცენტრში და გადამიყვანა ქუჩიდან ტროტუარზე, როცა ვიღაც მძროლი წითელ შუქზე გადმოდიოდა."–



–“სამი კვირის წინ მე უსახლკაროებს ჩემი ტანსაცმელი მივეცი. პარკში სეირნობისას მე დავინახე ქალი რომელსაც ჩემი პერანგი ეცვა. მე გამეღიმა და მას ვუთხარი:“ბრწყინვალე პერანგია!" მან გაიღიმა პასუხად და დამეთანხმა:“დიახ, მეც ძალიან მომწონს!"–

7
77
4-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
77
  
2013, 23 აგვისტო, 14:55
კი მომეწონა ძალიან
2013, 23 აგვისტო, 14:09
მიხარია თუ მოგეწონა..
2013, 23 აგვისტო, 13:30
რას მერჩი ვერ გავიგე :D :D მაგარის ტატიააა ...
2013, 13 აგვისტო, 23:47
გმადლობ
2013, 13 აგვისტო, 23:06
კარგია
2013, 13 აგვისტო, 17:13
დიდი მადლობა.
2013, 13 აგვისტო, 16:44
სასიამოვნოდ წასაკითხი სტატიაა :)
0 1 7