x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508658
იდუმალი შიში
image ვეღარ ვისვენებ, ვეღარ ვჩერდები,

ფიქრები მაბნევს და ოცნებები,

რაღაც მაწუხებს, რაღაც მაზიზღებს,

რაღაც მაბოდებს, რაღაც სულ უფრო მაძულებს თავს.


მინდა გავიგო ოცნების ზღვა,

რა არის ის რომ მიბურღავს მხურვალესა და ყიჟინა თავს.

მინდა მოვწყვიტო, ან ამოვგლიჯო,

ის რაც მშვენებას არ უთმობს

ჩემსკენ მომავალ, გაუვალ გზას.

ფიქრები მკლავს, მიტეხავს თავს;

არ ვიცი რა ვქნა, შვება ვის ვთხოვო,

უფალს, ღვთისმშობელს, თუ ვინმე სხვას,

ასე არ მინდა ვიტანჯებოდე, ვტანჯავდე სხვას;

ბოღმა მახრჩობს და შიგნიდან მკლავს,

ვიტყუებ თავს, ვატყუებ სხვას და მას...

0
23
2-ს მოსწონს
ავტორი:vendeta357
vendeta357
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0