x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
უდიდესი ძაღლი მთელს მსოფლიოში
ძაღლი, რომელზედაც ახლა მოგითხრობთ ინგლისური მასტიფის ჯიშისაა და იგი გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი თავისი ზომების გამო. ძაღლს Hercules ჰქვია და მისი კისრის გარშემოწერილობა 38 დიუმია (იგივე ინჩი - 2.54სმ), რაც სანტიმეტრებში 96.52 სანტიმეტრის ტოლია. ძაღლი 282 ფუნტს (0, 452 კგ) იწონის, ანუ კილოგრამებში - 127.464 კგ.


The Biggest Dog Of The World


3 წლის ძაღლი გაცილებით უფრო დიდი და ღონიერია, ვიდრე თავისი ჯიშის სხვა წარმომადგენლები. მისი პატრონის, Mr J. Flynn-ის განცხადებით ეს ძაღლის ბუნებრივი წონაა და არაა გამოწვეული სპეციალური დიეტებით.


The Biggest Dog Of The World



ძაღლის პატრონიც არაა პატარა - Mr J. Flynn თავად 270 ფუნტს (146.34 კგ) იწონის. Mr J. Flynn თავად ძალოსანი იყო და საკმაოდ გარკვეული ადამიანია მსგავსი სახის დიეტებში. ამიტომ ბევრი ადამიანი ეჭვქვეშ აყენებს ამ ჯიშის ძაღლის "ბუნებრივ" ზომებს.


ერთხელ, მათი მეზობლის შვილმა, David Delauri-მა გინესის რეკორდების წარმომადგენლებს გაუგზავნა წერილი, რომ არსებობდა ინგლისური მასტიფის ჯიშის ძაღლი, რომელიც Hercules-ზე დიდი იყო და მას ეკუთვნოდა გინესის რეკორდსმენის ტიტული. აღნიშნული ძაღლი 296 ფუნტს იწონიდა, თუმცა ადგილზე მისულ გინესის რეკორდების წარმომადგენლებს ძაღლი მკვდარი დახვდათ. ამის გამო Hercules უკვე წლებია ინარჩუნებს გინესის რეკორდსმენის ტიტულს. იგი დაფიქსირებულია, როგორც ყველაზე დიდი ძაღლი მსოფლიოში.



0
74
7-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0