x
მეტი
  • 22.08.2024
  • სტატია:136646
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510877
იცხოვრე სიყვარულით

imageცხოვრებაში არსებობს ისეთი რთული მომენტები, როდესაც
ჩიხში შედის შენი აწმყო და თავს შთააგონებ რომ ეს დასასრულია, ან დასაწყისი ცუდი მომავლის
, ეს კი სასოწარკვეთის და უიმედობის პირველი ეტაპია. ასეთ სიტუაციაში კი იშვიათად ფიქრობ
, რომ მსგავს მდგომარეობაში თავს თავად იგდებ და პირიქით, ეძებ ადამიანს ვისაც ამ ყველაფერს
გადააბრალებ, ეს კი გამოსავალი ნამდვილად არარის. შველა მხოლოდ ერთ დიდ გრძნობაშია და
ეს სიყვარულია.

image

ცხოვრების მრავალფეროვნება გვაძლევს არჩევანის თავისუფლებას
თავად ავირჩიოთ აზრები, ვმართოთ გრძნობები და ვირწმუნოთ სიყვარულის. თუ თავს შთავაგონებთ, რომ სიყვარულია
ყველგან და ყველაფერში, თუ გარშემო ყველა ადამიანს ან რაიმე ფაქტს დადებითად აღვიქვამთ და ამ ყველაფერს
ჩვენ თავს შთავაგონებთ, ჩვენი გარეგნული ქმედებები იდენტური გახდება შინაგანის. როცა
ვამბობთ „მე ცუდად ვარ“, ეს თავისთავად ბადებს ჩვენში უარყოფით ემოციას.


ფსიქოლოგების
აზრით რაც უფრო ცუდად აფასებენ ადამიანები საკუთარ თავს, მათი წარმატებაც ცხოვრებაში
ნაკლებად სავარუდოა. ასეთ შემთხვევაში გვირჩევენ, რომ დავივიწყოთ წარსული, თავისი წარუმატებლობით
და უარყოფითი მოვლენებით.მეტი ყურადღება აწმყოს
დავუთმოთ. აზრი არ აქვს გამუდმებით თვითგვემას იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც არ გავუკეთეთ, ვიღაცას
არასწორად მოვექეცით, რაღაც ისე არ გავაკეთეთ
როგორც გვინდოდა, ისე არ ვიცხოვრეთ როგორადაც უკეთესი იქნებოდა და ა.შ ამ ყველაფრისგან
განსათავისუფლებლად საჭიროა ვისწავლოთ მიტევება. მივუტევოთ პირველ რიგში საკუთარ თავს
და შემდეგ ყველა დანარჩენს. ადამიანის მიერ შექმნილი პრობლემა არასდროს ემთხვევა რეალურად
არსებულს, ის გაცილებით უფრო გართულებული ვერსიაა.


image




რჩევა __ ცხოვრებაში დანერგეთ ერთი წესი და დახმარებისთვის
მიმართეთ სარკეს, რომელშიც საკუთარ თავს უთხარით_“ მიყვარხარ და გიღებ ისეთს, როგორიც
ხარ“. გაუგზავნეთ საკუთარ თავს სიყვარული და როცა იგრძნობ საკუთარი თავისადმი სიყვარულს
და პატივისცემას, თავდაჯერებაც მოგემატება და პრობლემაც ნელ-ნელა იკლებს, დროთა განმავლობაში
კი ისწავლი მის ისე დამარცხებას, რომ ვერასდროს მოახერხოს შენი სასოწარკვეთილებაში მიცემა.


მიუხედავათ ამ ყველაფრის პრაქტიკაში განხორციელების
სირთულისა, ეცადეთ იყოთ თამამები და უშიშრად ჩახედეთ სირთულეს თვალებში...გახსოვდეთ
შიში ეს ეშმაკია, იმედი კი უფალი.

8
79
13-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
79
  
2013, 23 აგვისტო, 11:15
რატომ ვერ პოულობ მერე , ყოველ დილა-საღამოს სარეკში ეძახე შენს თავს, რომ საუკეთესო ხარ და ყველაფერს მიაღწევ რაც გინდა ... ყველა პრობლემას უპოვე დადებითი მხარე ... ერთი რამე იცოდე, რომ რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის არსებობს იმის ძალა, რომ ეს რაღაცა გადალახო .. მთავარია ირწმუნო შენი თავის და არ დანებდე ... საუკეთესო ხარ და ამაში ვერავინ შეგეწინააღმდეგება...
2013, 23 აგვისტო, 11:12
Rogor mibda eg dzala mec vipovo chem tavshi
2013, 22 აგვისტო, 12:59
მშვენიერია, ერთ დროს ძალიან ცუდად ვგრძნობიდ თავს და სწორედ ამ ხერხმა მიშველა, ყოველ დგე ვუმეორებ ჩემ თავს, რომ კარგი ვარ, რომ ყველაფერ შევძლებ და ჰოი საოცრება, ყველაფერი გამოდის ... პოზიტივი ყოველთვის ყველაფრის მიღწევაში გვეხმარება ..
2013, 12 აგვისტო, 13:40
გაიხარე ჩემო კარგო
2013, 12 აგვისტო, 13:34
კარგი სტატიით დაბრუნებას გილოცავ;)
2013, 12 აგვისტო, 2:03
არაფრის მეგობარო წარმატებები:)))
2013, 12 აგვისტო, 2:01
მადლოოოობააა ,გაიხარეთ
2013, 12 აგვისტო, 1:29
გაიხარე მეგობარო მართლაც რომ ფანტასტიკური სტატიაა ძალია მომეწონა უთვალავი ლაიქი შენ და შენს სტატიას:))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
0 1 8