ბევრი თანამედროვე მხატვარი ცდილობს ხელოვნებაში განსხვავებული ორიგინალური მეთოდებით ახალი ფორმები მიანიჭოს საკუთარ ნახატებს.ჰოლანდიელი მხატვარი მაქს ზორნი სამუშაო მასალად იყენებს წებოვან ლენტს (სკოჩს). დამეთანხმებით რომ, თუ არა მხატვრის დიდი ფანტაზიის უნარი და მაღალი ოსტატობა, ამ მასალით ნახატის შექმნა ძალზედ საეჭვოა.მომავალი კომპოზიციის დეტალებს ზორნი ჭრის სკალპერით. ჰოლანდიელი ცდილობს თავისი შედევრების შექმნისას გამოიყენოს განათების ეფექტი. მისი ნამუშევრები გვაგონებს სიუჟეტებს კლასიკური ჰოლივუდური ფილმებიდან. მართლაც, საოცარი ოსტატობით შეძლო მხატვარმა სხვადასხვა ფერის და ლენტის ფენათა რაოდენობით შთამბეჭდავი სურათების შექმნა.