x
მეტი
  • 22.08.2024
  • სტატია:136646
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510877
დსთ-ის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა მომავალი შეხვედრა მინსკში

დამოუკიდებელ
დსთ-ის დროშასახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს შემდეგი შეხვედრა გაიმართება 25 ოქტომბერს მინსკში. ამის შესახებ განაცხადა ორგანიზაციის აღმასრულებელმა სამდივნომ შაბათს.


სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრის წინა დღეს შედგება დსთ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შეხვედრა, რომელზეც განიხილება პრეზიდნეტთა შეხვედრის დღის წესრიგი.


საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღის წესრიგი მოიცავს 20 პროექტს, რომელთა შორისაც არის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის სტრატეგია.


პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილის შესახებ უკვე შეთანხმდნენ წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელების ექსპერტთა
ჯგუფები და ამჟამად სახელმწიფოთა შორის კოორდინირების ეტაპზეა.


სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს შეხვედრის წინასწარი დღის წესრიგი 18 საკითხს მოიცავს. საგარეო საქმეთა მინიტრების საბჭომ დაამტკიცა საკითხი იმის შესახებ, რომ 2014 წელი გამოცხადდეს დსთ-ის ტურიზმის წლად.


საგარეო საქმეთა მინიტრების საბჭოს ასევე მოუწევს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული არაერთი საკითხის განხილვა.

0
7
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გასვიანი მარიამ გიგაური
თეონა გასვიანი მარიამ გიგაური
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0