პროფილაქტიკა "რატომ ვტირით ხახვის დაჭრის დროს"... 2013, 8 აგვისტო, 14:54 ყველა დიასახლისისათვის ყოველდღიურად ხახვის დაჭრის პროცედურა გარდაუვალი ხვედრია, თუმცა არასასიამოვნო იმისა და გამო, რომ ცრემლმდენი პროდუქტია. რა იწვევს ხახვისგან ცრემლდენას და რა პროფილაქტიკა არსებობს ამ პროცესის თავიდან ასაცილებლად?! მაშასადამე, ხახვი შეიცავს იშვიათ მთრიმლავ ნივთიერებებს, რომლებიც მას სძენს დამახასიათებელ სუნს და ასევე აღიზიანებენ თვალის ლორწოვან გარსს. სწორედ ამიტომ ხდება თვალებში წვის შეგრძნება და შემდგომ კი ცრემლდენა. თვალებს ამ მთრიმლავი ნივთიერებებისაგნ იცავს ცრემლი, მაგრამ მაინც ხდება მათი თვალში მოხვედრა და თუ ეს ხშირად ხდება, აუცილებლად გამოიწვევს ზიანს. ამის თავიდან ასაცილებლად კი შემოგთავაზებთ შემდეგ მეთოდს: თუ ხახვს გასუფთავებამდე 10 წუთით საყინულეში მოვათავსებთ, მთრიმლავი ნივთიერებების აქტივობა დაქვეითდება და თვალში თითქმის აღარ მოხვდება. ასევე შეგიძლიათ წინასწარ იქონიოთ გაფცქვნილი დასაჭრელი ხახვი მაცივარში, რომელიც გამოყენების დროს არ გამოიწვევს მძაფრ სუნსა და ცრემლდენას. 545 14-ს მოსწონს
|