x
მეტი
  • 20.07.2024
  • სტატია:136067
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510322
საუკეთესო ვარსკვლავური ფეხსაცმელი გასულ კვირაში
ვარსკვლავი ქალბატონებისთვის გასული დღეები დატვირთული იყო წვეულებებით, მიღებებით, კინო-პრემიერებით. მათაც კიდევ ერთხელ იხელთეს დრო და გამოეწყვნენ დიზაინერულ ფეხსაცმელებში. ცნობილი ქალბატონების არჩევანი ამჯერადაც საკმაოდ მრავალფეროვანი, მოდური და მიმზიდველი აღმოჩნდა.


კრისტინა აგილერას სიმღერის გარდა, გემოვნებიანი ჩაცმაც კარგად გამოსდის. ჰოლივუდში ტელეკომპანია NBCUniversal's მიერ გამართულ წვეულებაზე კრისტინა მომხიბვლელად გამოიყურებოდა Alaia-ს კაბაში, რომელსაც Christian Louboutin-ის მაღალქუსლიანი, ღია ცხვირიანი პასტელის ფერის ფეხსაცმელი შეუხამა.

image

image


Christian-Louboutin


ჯენიფერ ლოპესმა საკუთარი მაღაზია გახსნა ნიუ-იორკში და გახსნის ცერემონიაზე Elie Saab -ის თეთრ კაბას და Tom Ford-ის ასევე თეთრ ფეხსაცმელებში გამოწყობილი გამოცხადდა, რომელიც ოქროსფერი დეტალით იყო გაფორმებული.

image

image

Tom Ford


ჯენიფერ ენისტონი ნიუ-იორკში გამართულ ახალი ფილმის "ჩვენ მილერები ვართ" პრემიერაზე Burberry-ის ატლასის კაბას და Casadei-ის შემოდგომის კოლექციის ხავერდის სანდლებში იწონებდა თავს. მსახიობი მართლაც საუცხოოდ გამოიყურებოდა.

image

image
CASADEI-PREFALL-2013


გასულ კვირაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა Christian Louboutin-ის ღია სანდლები.

კეიტ მოსმა შავი ფერის კაბას Christian Louboutin-ის კოლექციის ფერადი მოდელი შეუხამა.

image

image


მირანდა კერიმ სტაფილოსფერ ატლასის კაბას მსგავსი ფორმის, მაგრამ სხვა ბრენდის Bionda Castana-ს ლეოპარდის პრინტიანი დახურული ფეხსაცმელი შეურჩია.

image

image


ჯესიკა ჩესტეინმა და ეშლი ტისდეილმაც არჩევანი Christian Louboutin-ზე შეაჩერეს და არც შემცდარან. სანდლები შესანიშნავად შეეხამებოდა მათ სამოსს.

image

ჯესიკა ჩესტეინი Dolce&Gabbana-ს კაბას და

image

Christian-Louboutin-ს ფეხსაცმელებში იტალიაში გამართულ ფილმების ფესტივალზე.


ეშლი ტისდეილი მეტად მომხიბვლელად გამოიყურებოდა Christian-Louboutin-ის სანდლებში კალიფორნიაში გამგზავრებისას.

image

image


Nicholas Kirkwood-ის განსხვავებული მოდელი მოირგეს ჯენიფერ ლოურენსმა და ქეით ბლანშეტმა.

ოსკაროსანმა მსახიობმა ლოურენსმა უპირატესობა ბრენდის მაქმანისგან დამზადებულ ნავისებური ფორმის ფეხსაცმელს მიანიჭა, ხოლო ქეითმა შავი ფერის მძივებით გაფორმებული მოდელი შეარჩია.

image

ჯენიფერ ლოურენსი

image


image

ქეით ბლანშეტი

image



Nicholas Kirkwood


რიანა ლონდონის ღამის კლუბში Cirque Du Soir გამართულ წვეულებას Roberto Cavalli-ის წაწვეტებულ ცხვირიან პითონის ტყავის სანდლებში სტუმრობდა, რომელიც თეთრი ფერის ვიწრო შარვალში გამოწყობილი მომღერლის ფეხებს უფრო მოხდენილად წარმოაჩენდა.

image

რიანა

image
Roberto Cavalli გაზაფხული 2013 კოლექცია











1
297
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:maia
maia
297
  
2013, 9 აგვისტო, 10:11
აგილერას რომ აქვს ისეტი მინდა:(:(
0 1 1