x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"ოჯახის დანგრევის მიზეზები" 2. (რჩევები ქალებს).
imageწინა სტატია ვინც წაიკითხა, გაეცნო თემას ზოგადად მაინც, თუ რა არსებული პირობები შეიძლება იყოს ოჯახის ნგრევის მიზეზი. საკითხი გამახვილებული მქონდა მამაკაცების ყურადღებაზე, თუმცა რჩევები არც ქალებს გვაწყენდა.

ოჯახური იდილია მთავარია ნებისმიერი სქესის ადამიანისთვის. ოჯახი მთავარია სიყვარულით იყოს შექმნილი-ო ვამბობთ, მაგრამ ეს ცნებაც არ დაიჯეროთ, რადგან სიყვარულით შექმნილ ოჯახებშიც ძნელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში სიმშვიდისა და ურთიერთობის შენარჩუნება არსებული პრობლემების გამო.

რა ვქნათ ჩვენ დიასახლისებმა, თუ მეუღლე მუშაობს, გადაღლილია და სხვა ათასი საფიქრალი აქვს? პირველ რიგში მიზნად უნდა დავისახოთ, რომ მას ყოველთვის სახლში ჩვენთან მოსვლა მოუხაროდეს და სიმშვიდეს სხვაგან არ ეძებდეს. ამისთვის მოგცემთ რჩევებს ქალებს, რათა ოჯახური ცხოვრების საძირკველი იყოს მყარი.

image


ყოველთვის შეეგებეთ ქმარს სიხარულით და შეეცადეთ სახლში დაბრუნებულს შეუქმნათ სასიამოვნო წუთები. დახვდი მოწესრიგებული და გალამაზებული, საუბარი დაიწყე კარგი სიახლეებით, ცუდზე კი კრინტი არ დაძრათ, სანამ არ დაისვენებს. უნდა იგრძნოს, რომ მონატრებული ელოდით. დაახვედრეთ დალაგებული სახლი და მომზადებული სადილი. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიყვარული და სიმშვიდე ეს უპირველესი რამაა რაც მას სჭირდება.

image


არ იწუწუნოთ და იყავით მადლიერი იმითი, რაც გაქვთ. შეუძლებელს ნუ მოითხოვთ, მიეხმარეთ ქმარს მომჭირნეობაში და ნუ დახარჯავთ მის ფულს უმიზნოდ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებისეულ სიამოვნებებზე უარი უნდა თქვათ. ყველაზე შეყვარებულ ქმარსაც კი არ შეუძლია აიტანოს უმადური ცოლი, ამიტომ დააფასეთ მისი ღვაწლი.



ერთგულება და პატივისცემა ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახური ბედნიერებისთვის. დაიცავით ოჯახის სიწმინდე და თავიდან აიცილეთ ნებისმიერი აკრძალული ურთიერთობა. თქვენი პირადი ცხოვრება და ოჯახური საკითხები არ უნდა გახდეს მეგობრების განხილვის საგანი. ქმარმა ყოველთვის უნდა იგრძნოს თქვენი თანადგომა, განსაკუთრებით მაშინ, როცა პრობლემები აქვს. იყავით მომთმენი მაშინაც კი, როცა გიჭირთ. თუ ის ცუდათ მოგექცათ, შეეცადეთ სიკეთით უპასუხოთ და დაანახოთ სიმშვიდის ძალა.image



ყოველთვის შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არასოდეს გახდეთ კამათის ინიციატორი. დაიცადეთ სანამ გაღიზიანებული მეუღლე დამშვიდდება და შემდეგ განიხილეთ საკითხი. იყავით მზრუნველი და კეთილგონიერი დედა, ყოველთვის მოწესრიგებული გყავდეთ ბავშვები, ყურადღება მიაქციეთ სწორ კვებას, განათლებას და კარგ მანერებს.



პატივი ეცით ქმრის ახლობლებს და იყავით მათ მიმართ კეთილგანწყობილნი და მეგობრულნი. ყოველთვის გახარებული შეეგებეთ ქმრის სტუმრებს და სიამოვნებით გაუმასპინძლდით.

ეცადეთ ყოველთვის წუწუნის გარეშე გაართვათ თავი საოჯახო საქმეებს.



ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, ზოგიერთ თანამედროვე ქალს პროტესტის გრძნობა გაუჩნდება, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ის გამოცდილი მეთოდია, რომელსაც ბედნიერი ოჯახების ბედნიერი დიასახლისები იყენებენ. იყავით მშვიდი, მომთმენი, მორჩილი, მოსიყვარულე, ალერსიანი და ამასთან ერთად არ დაკარგოთ ღირსება, ზომიერება, საკუთარი თავისა და აზრის პატივისცემა, მომხიბვლელობა, რომლის გარეშეც ნებისმიერი შეყვარებული მამაკაციც კი ზურგს შეგაქცევთ. თქვენი (და ასევე მეუღლის) ბედნიერება თქვენს ხელთაა.


გისურვებთ წარმატებას და ბედნიერებას.



8
170
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
170
  
2013, 14 აგვისტო, 12:49
გაიხარე მაკა. ზალიან გამიხარდება თუ ჩემი რჩევები ვინმეს სასიკეთოდ წაადგება.
2013, 14 აგვისტო, 12:35
ძალიან მომეწონა სტატია,მეტად ყურადსაგები რჩევებია,ყოჩაღ ავტორს.მერწმუნეთ პირადადაც დამაფიქრა....
2013, 7 აგვისტო, 15:38
არაფრის მეგობარო შენ ნამდვილად ღირსი ხარ კარგი მეგობრობის გაიხარე:)))
2013, 7 აგვისტო, 15:09
დიდი მადლობა.
2013, 7 აგვისტო, 14:59
აი ეს მესმის ფანტასტიურად ახსენით ყველაფერი ჩემო მეგიობარო ამის დაწერა მხოლოდ ნამდვილ ოჯახის ქალს შეეძლო ძალიან კარგად არის ახსნილი ყველაფერი ამ სტატიაში ასეთი ქალის გაგება მხოლოდ ძალიან ცუდ ადამიანს არ შეუძლია მადლობა უღრმესი ასეთი კარგი სტატიის დაწერისათვის მეგობარო ღმერთი ფარველობდეს შენნაირ ქალბატონს და მის ოჯახს:))))))))))))))))))))))))))))
2013, 7 აგვისტო, 14:12
მომეწონა, ნამდვილად გასათვალისწინებელი რჩევებია. ბედნიერი ოჯახი თუ გინდა ნამდვილად უნდა გაითვალისწინო ეს ყველაფერი და ნორმალური მამაკაცი აუცილებლად დააფასებს. ნუ არანორმალურებზე არ ვლაპარაკობ.
2013, 7 აგვისტო, 13:08
მადლობა ;)
2013, 7 აგვისტო, 12:40
კარგი სტატიაა , ყოჩაღ :)
0 1 8