კინო ,,იასემინის" (ნურგულ ეშილჩაის) აღიარება 2013, 6 აგვისტო, 23:37 ახალი თურქული ტელესერიალის, “სიყვარული და სასჯელის" მთავარი მოქმედი გმირი, მომხიბვლელი და ძალიან პოპულარული მსახიობი, ნურგულ ეშილჩაი ჟურნალ “ტეტრო"–ს ინტერვიუს აძლევს და თავისუფლად საუბრობს თავის პირად ურთიერთობებზე და ახლანდელ მეგობარ– რეჟისორ ტოლგა კარაჩელიკზე. –როგორ მოიქცეოდით, თუ მართლაც შეიყვარებდით ცოლიან მამაკაცს, როგორც თქვენს მიერ განსახიერებული ფილმის გმირი?- –ასეთ რამეს მე არასოდეს დავუშვებ. –მაგრამ ეს სიყვარულია, არასოდეს იცი რა მოხდება. –ჩემს ცხოვრებაში ასეთი არაფერი შეიძლება მოხდეს. მე შეიძლება სახლში დავჯდე და ვიტირო, შევჩივლო მეგობრებს. მაგრამ ასეთ ურთიერთობას არ დავუშვებ. მე არ მინდა რომ ვინმემ ასე გამანაწყენოს. –თქვენ ისე მგრძნობიარე ხართ, ასეთი რამ მომხდარა თქვენს ცხოვრებაში? თქვენ გიღალატეს?– –მე არ მახსოვს. თუ ასეთი რამ მომხდარა მე ეს არ ვიცი.– –ეს როგორ? –სიმართლეს ვამბობ. არ ვეძებ კომპრომატებს. არ ვიმახსოვრებ მამაკაცების ტელეფონის ნომრებს. არ ვამოწმებ მის ფეისბუკს. არ ვანიჭებ ამას მნიშვნელობას. ამ კუთხით მე ეგოისტი ვარ. ვფიქრობ მარტო ჩემს თავზე. მე თუ მიყვარს, თუ ბედნიერი ვარ, არა აქვს მნიშვნელობა მას ვუყვარვარ თუ არა. –ეჭვიანი ხართ? –ძალიან. თუ რამე მოხდება მე მას უცებ გავიგებ. ვიგრძნობ. შემდეგ ბედნიერებას ვუსურვებ და წავალ... –თქვენ წარმოგიდგენიათ რომ თქვენმა ქმარმა თქვენს მეგობართან გიღალატოთ, როგორც ფილმშია? –ქალების მეგობრობაში მამაკაცები არ უნდა იყვნენ. იმავე დროს თუ მამაკაცი არსებობს ეს მეგობრობა აღარ იქნება. –თქვენი მეგობარია ტოლგა კარაჩელიკი–რეჟისორი. როგორ ატარებს დროს ორი შეყვარებული და ხელოვანი ადამიანი ერთად? –ჩვენ ძალიან მოსაწყენები ვართ. დავდივართ კინოში. ის სცენარს წერს. ან კითხულობს, და მე ვწერ. შემდეგ კი ფილმებს ვარჩევთ. –არ დაფიქრებულხართ დაქორწინებაზე? –არა მგონია. მე ასედაც კარგად ვარ. ტოლგა ერთი სართულით დაბლა ცხოვრობს. –ესე იგი მეზობელია? –დიახ. როცა გვინდა, მარტო გაგვყავს დრო. მაგრამ დიდ დროს ერთად ვატარებთ. ორივეს თავისი პირადი ცხოვრება გვაქვს. ასე რომ არ ყოფილიყო შეიძლება ქორწინებაზეც მეფიქრა. მაგრამ ახლა ჩვენ შესანიშნავად ვცხოვრობთ. შემიძლია რჩევა მოგცეთ: “არ იყიდოთ სახლი, იყიდეთ მეზობლები." 894 8-ს მოსწონს 1-ს არა
|