ქალი და მამაკაცი "ოჯახის დანგრევის მიზეზები". 2013, 7 აგვისტო, 0:05 აღნიშნული რეალობის მიხედვით, დღესდღეობით ოჯახების დანგრევის თემა მრავლობითია, მიზეზი კი ამ პროცესისა უამრავი.
როცა ოჯახურ ურთიერთობებში ბზარი ჩნდება, ქალბატონები განქორწინების გადაწყვეტილებას უყოყმანოდ იღებენ და თუ გაიგეს, რომ ქმარს სხვა შეუყვარდა, მით უმეტეს.
და კიდევ შესაბამისი გამოკვლევებით დადგინდა, რომ ქალები გაცილებით მტკივნეულად განიცდიან მოვლენას, ვიდრე მამაკაცები. ოჯახის სიმტკიცესა და ერთგულებაზე ქალსა და მამაკაცს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. საკითხი კი კაცების საყურადღებოთ უფრო წამოვჭერი: მაშასადამე მამაკაცებო, თუ კი დივანზე უფრო ხშირად იღვიძებთ, ვიდრე საკუთარ საწოლში, თუ კი სახლის კარს ისე გაიხურავთ, რომ საყვარელ ადამიანს არ ემშვიდობებით, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ თანაცხოვრების იმ ეტაპს მიადექით, რომელსაც ოჯახური ურთიერთობის კრიზისი ჰქვია. არ შეგაშინოთ მოახლოებულმა კრიზისმა, რადგან ეს ოჯახური ურთიერთობის განვითარებისათვის ბუნებრივი ეტაპია, უბრალოდ ეცადეთ აღმოფხვრათ თქვენი პრობლემა და ყველაფერი დასტაბილურდება. როგორც წესი, ოჯახში წამოჭრილი ყველა პრობლემის დასაბამი არასაკმარისი კომუნიკაციაა. ისევ მამაკაცებს გეხებათ, რომ კარგი იქნება თუ ერთ ბოთლ ლუდს გვერძე გადადებთ და მეუღლეს აგრძნობინებთ, რომ ის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია თქვენს ცხოვრებაში და დამატებითი სამუშაო საათები ისევე მისი კეთილდღეობისთვისაა და არა იმისთვის, რომ მისგან შორს იყოთ. გულწრფელობა მყარი ოჯახური ცხოვრების საძირკველია. თუ კი არსებობს რაიმე საკითხი, რომელიც დამატებით ახსნა-განმარტებას საჭიროებს, ეცადეთ ის გაარკვიოთ მეუღლესთან ერთად საუბრით და ეცადეთ იყოთ მასთან და საკუთარ თავთანაც გულახდილი. და მთავარი, არავისთვისაა საიდუმლო, რომ ქალებს ყურადღება ყველაზე მეტად სიამოვნებთ, ეს კრიზისის დაძლევის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მას თავი უწინდებურად სასურველ და მიმზვიდელ ქალად აგრძნობინეთ, მართალია ახალგაზრდული ვნება წლებთან ერთად უფერულდება, მაგრამ გრძნობები იგივე რჩება. ქალებს ყვავილებზე, სუნამოზე და სხვა საჩუქრებზე მეტად თქვენი ყურადღება სჭირდება, ეს ყველაფერი მხოლოდ დამატებითი ინდიკატორია. და ბოლოს, დაუმტკიცეთ მეუღლეებს, რომ ის არა მხოლოდ ჭურჭლის მრეცხავია სამზარეულოში, არამედ თქვენი ოცნების ქალი, რომელსაც ბედნიერ ცხოვრებას დაჰპირდით და მის გამო ახლაც უამრავ სიგიჟეზე ხართ წამსვლელი. გისურვებთ წარმატებებს. 311 17-ს მოსწონს |
მაგრამ ქალებსაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მამაკაცებსაც სჭირდებათ ყურადღება და სითბო. ერთი კარგი სტატია ამ თემაზეც სასარგებლო იქნებოდა. :)