x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134550
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508698
ნაციზმის ერთ-ერთი იდეოლოგის დღიური ნაპოვნია
imageაშშ-ში ნაცისტური გერმანიის პოლიტიკურ ხელმძღვანელთა ერთ-ერთი წარმომადგენლისა და ნაციონალ-

სოციალიზმის იდეოლოგის, ალფრედ როზენბერგის დღიური იპოვეს. ის მათ შორისაა, ვინც ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე ერთ-ერთ მთავარ სამხედრო დამნაშავედ ცნეს და 1946 წელს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს.





დღიურის ჩანაწერები 1936-1944 წლებს მოიცავს და მასში დაცულია აქამდე უცნობი ცნობები მესამე რაიხის პოლიტიკის შესახებ. ასევე ცნობები საბჭოთა კავშირზე თავდასხმის გეგმასა და ჰიტლერის რეჟიმის შიგნით არსებულ პოლიტიკურ უთანხმოებაზე. “ეს დღიური ისტორიკოსებისთვის მნიშვნელოვანი ტყაროა, რომელიც ერთი მხრივ ავსებს და მეორე მხრივ ეწინააღმდეგება ცნობებს, რომელმაც, რომელმაც უკვე შესწავლილ დოკუმენტებშია დაცული", - წერენ სამეცნიერო დასკვნაში ვაშინგტონის ჰოლოკოსტის მუზეუმის თანამშრომლები.


ალფრედ როზენბერგის ეს დღიური ნიუნბერგის პროცესზე მტკიცებულებად გამოიყენებოდა, შემდეგ კი დაიკარგა. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, პროცესზე ბრალდების მხარის წარმომადგენელმა, ამერიკელმა რობერტ კემპნერმა ის ქვეყნიდან გაიტანა. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში, 1993 წელს კემპნერის მემკვიდრეები დათანხმდნენ, დღიური ჰოლოკოსტის მუზეუმისთვის გადაეცათ, თუმცა გარდაცვლილის დოკუმენტებსა და საბუთებში მას ვერ მიაკვლიეს.

ალფრედ როზენბერგი 1939 წლიდან გერმანიის მშრომელთა ნაციონალ-სოციალისტური პარტიის საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა, ხოლო 1941 წელს, ოკუპირებული აღმოსავლეთ ტერიტორიების რაიხსმინისტრად დაინიშნა. ის ასევე ნაციზმის ერთ-ერთ იდეოლოგად და ებრაელთა გენოციდის თეორიის ავტორად მიიჩნევა. ხელმძღვანელობდა საგანგებო სამსახურს, რომლის დანიშნულებასაც დაპყრობილ ტერიტორიაზე კულტურული საგანძურის მიტაცება წარმოადგენდა.


როზენბერგის ჩანაწერები მუზეუმს გადაეცემა. აშშ-ის ფედერალური უწყების წარმომადგენლები დღიურის ძებნის, აღმოჩენისა და შინაარსის შესახებ ოფიციალურ ცნობებს საზოგადოებას მალე უფრო ვრცლად მიაწვდიან.

0
106
2-ს მოსწონს
ავტორი:ამექს
ამექს
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0