ითვლება, რომ ბუნება ხალით აღნიშნავს ქალებს, რომლებიც უნდა იყვნენ ბედნიერები. ასეთი ხალის მფლობელ ვარსკვლავებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ წარუმატებლებს. ზოგიერთი მათგანისათვის ხალი, საერთოდ იქცა მათ საფირმო ნიშნად. თუმცა ერთ დროს ზუსტად რომ ხალი უშლიდა ხელს, სინდი კროუფორდს ვარსკვლავური გზისაკენ. დაწყებითი მოდელის აგენტი მას მოუწოდებდა, რომ ეს ხალი მოეშორებინა. სხვათა შორის, მრავალი წლის შემდეგ უკვე სუპერმოდელმა სინდიმ, მრავალი ხალი მოიშორა სახიდან, თუმცა ზუსტად ის ხალი რომელიც მას ტუჩთან აქვს და ხელს უშლიდა წარმატებაში, დაიტოვა.![წითელი ხალიჩის ყველაზე "გამოჩენილი"
ხალები image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201308/2013080516035118129.jpg)
თავის მხრივ ნატალი პორტმანი გამოხატავს უკმაყოფილებას, იმის გამო, რომ პრიალა ჟურნალები არ იღებენ მის ხალს და ფოტოსესიების შემდეგ ბეჭდავენ მის ფოტოს ხალების გარეშე. ნატალი : " მე მინდა ვიყო მე! მე - ეს მე ვარ, მათ შორის ჩემი ხალიც. " ნატალი ყოველთვის სასურველია ცნობილი ჟურნალებისათვის.![წითელი ხალიჩის ყველაზე "გამოჩენილი"
ხალები image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201308/2013080516043218129.jpg)
სექსუალური ევა მენდესი წამოუდგენელია მისი საფირმო ხალის გარეშე, მარცხენა ლოყაზე, თუმცა ბავშვობაში ევას მყარი გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული ხალის მოშორებასთან დაკავშირებით. ![წითელი ხალიჩის ყველაზე "გამოჩენილი"
ხალები image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201308/2013080516052118129.jpg)
არიან ვარსკვლავები რომლებსაც ძალიან მოსწონთ საკუთარი გარეგნობა და მათ შორის ხალიც, ისინი არასდროს კომპლექსდებიან ამის გამო, მაგალითად: ბლეიქ ლავლი, ![წითელი ხალიჩის ყველაზე "გამოჩენილი"
ხალები image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201308/2013080516060418129.jpg)
აქსანა რობკი, ![წითელი ხალიჩის ყველაზე "გამოჩენილი"
ხალები image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201308/2013080516071718129.jpg)
სვეტლანა ხოდჩენკოვა. ![წითელი ხალიჩის ყველაზე "გამოჩენილი"
ხალები image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201308/2013080516074618129.jpg)
არაფერია სათქმელი შეუდარებელ ანჯელინა ჯოლიზე, რომელსაც ხალი წარბის ზემოთ აქვს და არასოდეს შეუშლია ხელი, რომ ის გამხდარიყო ყველაზე სასურველი მსახიობი ქალი.![წითელი ხალიჩის ყველაზე "გამოჩენილი"
ხალები image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201308/2013080516085318129.jpg)
ზოგადად, მინდა დაგარწმუნოთ: იქამდე სანამ წახვალთ, ხელში ლაზერით მომარჯვებულ სპეციალისტთან, დაფიქრდით, ხომ არ კარგავთ თქვენს საფირმო ნიშანს და პეწს.