x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508698
კურიოზები თვითმფრინავში.

image


სამგზავრო თვითმფრინავიდან, რომელიც ასრულებდა რეისს ანკორიჰჯი–პორტლენდის მიმართულებით, მგზავრი ცდილობდა ფრენის მომენტში გაეღო ლაინერის კარი. მამაკაცი უკვე დაკავებულია და მალე წარსდგება სასამართლოს წინაშე.

ინციდენტის მომენტში სალონში 137 მგზავრი იმყოფებოდა. მათი ჩვენებების მიხედვით 23 წლის ალეხსანდრე მაიკლ–ხერერმა გააკეთა უჩვეულო განცხადებები, როდესაც იგი ცდილობდა თვითმფრინავის კარების გაღებას. რამოდენიმე მგზავრი თავს დაესხა მას და აკავებდნენ სანამ თვითმფრინავი დაეშვებოდა მიწაზე.

უნდა აღინიშნოს რომ თვითმფრინავის კარების გაღება ფრენის დროს შეუძლებელია. იგი აღჭურვილია სპეცსაკეტებით.



ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის. ეგვიპტეში მგზავრი აბდალე სეიდ ახმედი ცდილობდა თვითმფრინავიდან გადმოხტომას 8000 მეტრის სიმაღლიდან. მას ხელი შეუშალეს მგზავრებმა და თავდაცვის თანამშრომელმა. იგი ხმელეთზე გადასცეს პოლიციას.

გზაზე მან თქვა რომ იგი იყო კომერციული კოლეჯის კურსდამთავრებული და ერთი კვირის წინ დაკარგა კარგი სამსახური და თვითმფრინავით ის თავის მშობლიურ სოფელში ბრუნდებოდა. ფრენის დროს მან მიიღო ნერვიული სტრესი, და გადაწყვიტა, “იმყოფებოდა რა ასე ახლოს ღმერთთან, გაეღო კარები და შველა ეთხოვა მისთვის."

0
225
6-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0