x
აღსდექ საქართველოს სულიერო რაინდო და მოგვიწოდე ჩვენ !!!


30 сентябрь 2011 г. в 5:55



აღსდექ საქართველოს სულიერო რაინდო და მოგვიწოდე ჩვენ !!!



(გამოხმაურება წერილზე: Facebook : იბერო კავკასიელი, მითები წმინდა გრაალზე www.patriots.ge )



წმინდა გრაალი სამყაროსეული სიბრძნე - სულიერი განძია, რომლის ფლობისა და მფარველობის უფლება წმინდა რაინდებს - საერო, თუ საეკლესიო პიროვნებებს ჰქონდათ და აქვთ! სულიერი გრაალი არასდროს ჰქრება, მას ყოველთვის ფლობს და არის მისი მფარველი რომელიღაც ერთი ერი, ამ ერში კი ერთი პიროვნებაა ყოველთვის გრაალის მეფე! და ეს მეფე შეიძლება იჯდეს ერის კაცში, ბერში, თუ ქუჩაში მჯდომ მათხოვარში. ყოველი ერის სულიერი სახე ერთი სულიერი ადამიანია, რომელსაც თითოელი ამ ერის წარმომადგენელი რაღაცით ჰგავს. ძველი კოლხები იყვნენ ერთ დროს ამ სამყაროსეული სიბრძნის, სულიერი განძის, ოქროს საწმისის - წმინდა გრაალის მფლობელები და მფარველი რაინდები. წმინდა გრაალი არ გამჰქრალა. რომელი ერია დღეს ღვთის რჩეული და ვინ ფლობს წმინდა გრაალს?! ფაქტია, რომ ჩვენ არ ვართ დღეს ეს ერი. ჩვენ ყველას ბევრი გვაქვს მოსანანიებელი, რაინდული თვისებები შესაძენი და რაინდული საქციელი ჩასადენი, რომ გავხდეთ წმინდა გრაალის მფლობელნი და მფარველნი. მარტო ჩოხებში გამოჭიმვა და ხალხის დამატერორებლებთან ლაქუცი, ან სასახლეების აშენება და მოჩვენებითი აღმშენებლობით ადამიანებში რაინდული, სულიერი თვისებების ჩაკვლა, წმინდა გრაალის მფლობელობამდე არ მიგვიყვანს. ჩვენ დღეს წმინდა გრაალსა და მითოლოგიაზე, ერის სულიერ სახეზე ზღაპრებივით ვყვებით. დავით აღმაშენებელში იყო ერთ დროს ერის სულიერი რაინდი განსხეულებული, ვაჯა ფშაველა იყო ერთ დროს ასეთი სულიერი რაინდი და აგერ სულაც გუშინ, მერაბ კოსტავას ხმით ელაპარაკებოდა მსოფლიოს გრაალის მეფე..!!!


დღეს სად არის ერის სულიერი რაინდი? ბევრს უხარია, ქუჩაში მჯდომ მათხოვარში იჯდეს იგი და თვითონ იმეფოს...

ეს პოლიტიკა არ არის, აქ ერის სულიერ გამოფიტვაზე, სულიერ დაუძლურებასა და გადაგვარებაზეა ლაპარაკი. არ არის დრო განგაშისა?! ეს განგაშის ზარი ქუჩაში მჯდომი მათხოვრისგან უნდა წამოვიდეს?! რატომ ამხელდა ქრისტე ფარისეველთ და ურწმუნო ხელისუფალთ? მარტო ლოცვის, ტაძრების მშენებლობის მაგალითი მოგვცა...?


აღსდექ საქართველოს სულიერო რაინდო და მოგვიწოდე ჩვენ !!!






/ ჯუმბერ ქირია /





https://www.facebook.com/notes/jumber-kiria/%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%A1%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A5-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%9D-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C-/228182903902033

0
13
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ჯუმბერ ქირია
ჯუმბერ ქირია
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0