x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგნენ

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები, რომელმაც შარშან, ბუქარესტში, 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში, პორტუგალიის, ბელგიისა და image

რუმინეთის ნაკრებების ძლევით 2012 წლის მადრიდის ევროპის ჩემპიონატზე ექვსი ერის გუნდებთან - ინგლისთან, საფრანგეთთან, უელსთან, ირლანდიასთან, შოტლანდიასთან და იტალიასთან თამაშის უფლება პორტუგალიასთან ერთად მოიპოვა, ახლა წინასატურნირო ათდღიან მზადებას საფრანგეთში გადის.

იმის გამო, რომ რაგბის მსოფლიო მმართველები ფეხს ითრევენ და მეორე დონის გუნდებს ექვს ერთან არ აკარებენ, ერთგვარი კომპენსაციის მიზნით, თავს უფლება მისცეს, ექსპერიმენტი ასაკობრივ ნაკრებებში ჩაატარონ და საქართველოს მსგავს გუნდებს დიდ ნაკრებებთან ინტეგრაციის საშუალება მისცენ.

ამისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო ბუქარესტის შარშანდელი ოთხთა ტურნირი (საქართველო, პორტუგალია, ბელგია, რუმინეთი), რომელმაც საქართველოსა და პორტუგალიის სახით ორი უძლიერესი ნაკრები გამოავლინა და იქვე ექვსი ერის გუნდებთან 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის საშუალება მისცა (რამაც, თავის მხრივ, ექსპერიმენტული რვა ერი ჩამოაყალიბა).

იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრებმა ოთხთა შესარჩევ ტურნირზე გაიმარჯვა, ის მეოთხედფინალში ევროპის შარშანდელ ვიცე-ჩემპიონს – ინგლისს დაუპირისპირდება და, გამარჯვების შემთხვევაში, ნახევარფინალში უელსი-იტალიას შორის გამარჯვებულს, ხოლო, დამარცხების შემთხვევაში, მეხუთე ადგილისთვის ამავე წყვილში დამარცხებულ გუნდთან შეხვედრით გააგრძელებს ბრძოლას. დასკვნით დღეს, 7 აპრილს, კვლავ ოთხი თამაში გაიმართება და საბოლოოდ გაირკვევა ევროპის ჩემპიონის ვინაობა და მომდევნო შვიდადგილზე გასული გუნდი.image

ესპანეთში ჩასვლამდე საქართველოს18 წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში მილტონ ჰეიგის თანაშემწე ილია მაისურაძე თავკაცობს, საფრანგეთის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ "კლერმონის" ბაზაზე ათდღიანი შეკრება 18 მარტს დაიწყო. ფრანგული გრანდის ახალგაზრდულ გუნდთან ვარჯიშის პარალელურად, საქართველოს ნაკრები ხვალ "კლერმონის" ახალგაზრდულ გუნდთან საკონტროლო მატჩს გამართავს, 28 მარტს კი მადრიდში გაემგზავრება და იქ გრანდებისთვის თავისი ძალის ჩვენებას შეეცდება.

საქართველოს ნაკრები

უკანა ხაზი: გიორგი აფციაური ("არმია"), დევი დევსურაშვილი ("ხულიგანა"), იოსებ კიკვაძე (ქუთაისი), გიორგი ფრუიძე (ქუთაისი), ნიკა ამაშუკელი ("ჯიქები"), გიორგი ნათელაშვილი (რუსთავი), მურაზ გიორგაძე (პატარძეული), რევაზ ჯინჭველაშვილი (ქუთაისი), გიორგი ტალახაძე ("ხულიგანა"), იოსებ ტუკვაძე ("ყოჩები"), რევაზ ბროძელი ("არმაზი");

შერკინება: ბექა ფირიაშვილი ("ყოჩები"), ბადრი ალხაზაშვილი ("აკადემია"), მიხეილ ზურიკაშვილი (რუსთავი), ლექსო ცისკარიშვილი ("არმია"), ზაურ ხარებავა (ფოთი), გიორგი მარგველანი ("ივერია"), გიორგი სორდია (საფრანგეთი), მიხეილ მასხარაშვილი ("ჯიქები"), შალვა შაშიაშვილი (ქუთაისი), საბა შუბითიძე ("აკადემია"), გიორგი გოგლიძე ("აკადემია"), ვახტანგ ამირანაშვილი ("ივერია"), ონისე მოგელაშვილი ("ჯიქები"), ფარნავაზ გასვიანი ("ლოკომოტივი").

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

მწვრთნელები: ირაკლი ჭყონია, ზურაბ ამონაშვილი

დელეგაციის ხელმძღვანელი: გია გორგასლიძე (სრკ-ის ვიცე-პრეზიდენტი)

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

ექიმი: ზვიად მკერვალიშვილი

მასაჟისტი: მირზა ირემაძე

18 წლამდელთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი

მადრიდი (ესპანეთი)

30 მარტი

მეოთხედფინალები

1. ინგლისი - საქართველო

2. ირლანდია - პორტუგალია

3. უელსი - იტალია

4. საფრანგეთი - შოტლანდია

3 აპრილი

ნახევარფინალები

V-VIII ადგილებისთვის

პირველის წაგებული - მეოთხეს წაგებული

მეორეს წაგებული - მესამეს წაგებული

თასის ნახევარფინალები

პირველის გამარჯვებული - მეოთხეს გამარჯვებული

მეორეს გამარჯვებული - მესამეს გამარჯვებული

7 აპრილი

ფინალები

0
53
3-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ხოსიაშვილი
გიორგი ხოსიაშვილი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0