![კრისტენ სტიუარტის წარმატების
ისტორია image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201308/2013080414181517981.jpg)
დაბადების თარიღი : 9 აპრილი 1990 წელი. კრისტენ ჯეიმს სტიუარტი ყველასათვის ცნობილი გახდა " ბინდში" ბელა სვონის როლის შესრულების შემდეგ, თუმცა მხოლოდ ამით არ ტრაბახობს იგი. კრისტენ სტიუარტი დაიბადა ლოს-ანჯელესში, რეჟისორის ასისტენტის, ჯონ სტიუარტის ოჯახში. FOX-ის არხზე ჯონი მრავალი შოუს პროდიუსერი და დირექტორია. კრისტენი ბავშვობიდან ასეთი ხელოვანი ხალხის გარემოცვაში იზრდებოდა და ერთხელაც ის შენიშნა დაწყებითი სკოლის საახალწლო დადგმაზე აგენტმა, რომელიც უმალ დაუკავშირდა მომავალი ვარსკვლავის მშობლებს. ![კრისტენ სტიუარტის წარმატების
ისტორია image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201308/2013080414191717981.jpg)
თავიდან მისი მშობლები უარზე იყვნენ, მაგრამ კრისტენმა დაარწმუნა ისინი, რომ სერიოზული განზრახვა ჰქონდა და უკვე 8 წლის ასაკში დაიწყო კასტინგებში მონაწილეობის მიღება. ერთ წელიწადში, 1999 წელს მან მიიღო როლი დადგმაში "ქალთევზას ვაჟი", რომელიც " Disney Channel"-ზე გადიოდა. შედარებით სერიოზული როლი მიიღო 2001 წელს, მან განასახიერა მარტოხელა დედის ქალიშვილის როლი. კრისტენის სამსახიობო კარიერის განვითარება დაიწყო 2002 წლიდან, მან მიიღო როლი თრილერში "შიშის ოთახი". 2003 წელს - "ეშმაკის სახლი", მას იღებდნენ ისეთ ცნობილ მსახიობებთან როგორებიც არიან: შერონ სთოუნი და დენის ქუიდი.![კრისტენ სტიუარტის წარმატების
ისტორია image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201308/2013080414194017981.jpg)
სანამ 2008 წელს მას "ბინდში" მთავარ როლს მისცემდნენ, კრისტენს უკვე ჰქონდა 14 სერიოზული როლი "დაგროვებული". "ბინდის საგის" სამი ნაწილის გამოსვლის შემდეგ ის გახდა ყველა ახალგაზრდის კუმირი, თუმცა ის თავს უფლებას არ აძლევს წარმატებამ თავბრუდახვიოს. კრისტენი აქტიურად ვითარდება და მუშაობს საკუთარ თავზე, თამამად იღებს ახალ საქმეებს. კრიტიკოსები პრაქტიკულად ერთსულოვანნი არიან : საუკეთესო როლები ამ ამომავალი ვარსკვლავისათვის ჯერ კიდევ წინ არის.