სხვა დღეს ღამიდან საქართველოში კვლავ აცივდება 2013, 3 აგვისტო, 17:38 ზაფხულისთვის უჩვეულო ამინდები გრძელდება. დღეს ღამიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ტემპერატურა კიდევ უფრო დაიწევს. დასავლეთის გარდა აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვაცაა მოსალოდნელი . რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ნალექი მხოლოდ ღამით იქნება. გაძლიერდება ჩრდილო -დასავლეთის ქარი. ჯერჯერობით უცნობია როდის გამოიდარებს საკურორტო ზონაში- ზღვისპირეთში წვიმებია მოსალოდნელი. აჭარის რეგიონში საშუალოდ 23 გრადუსი დაფიქსირდება. 121 15-ს მოსწონს
|