პროზა გონება თუ გრძნობა 2013, 2 აგვისტო, 13:39 ...როდესაც უხუცესს ჰკითხეს:– რა უფრო მნიშვნელოვანია ცხოვრებაში: გრძნობა თუ გონება? –მან უპასუხა: –გრძნობა გააჩნია გონებას, ხოლო გონებას კი გრძნობა. –მაშინ მას კვლავ ჰკითხეს: –რა უკეთესია გონიერი გრძნობა, თუ მგრძნობიარე გონება? უხუცესმა კითხვას კითხვითვე უპასუხა: –რომელი ფრთა უკეთესია, მარჯვენა თუ მარცხვენა? –მას კვლავ ჰკითხეს: –გამოდის რომ ისინი თანაბრად ფასეულია? –დიახ!, თუ ის რა თქმა უნდა თქვენ გეკუთვნით. 108 3-ს მოსწონს
|