შოუბიზნესი მსოფლიოში ყველაზე მოუწესრიგებელი ვარსკვლავები 2013, 2 აგვისტო, 10:25 ცნობილი ადამიანების გარეგნობაზე მრავალი დიზაინერი, სტილისტი და სპეციალისტი ზრუნავს, მაგრამ ისინი ვერ ზრუნავენ სელებრითის გარდერობზე. მათი უგემოვნობის გამო დაცინვას არ ეპუებიან Lady Gaga, Mariah Carey და Britney Spears, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რამდენჯერმე მსოფლიოს ყველაზე უგემოვნო ჩაცმულობისთვის ჩატარებული გამოკითხვის გამარჯვებულად დაასახელეს.
შემოგთავაზებთ ვარსკვლავებს, რომლებიც პაპარაცებმა სახალისო სიტუაციაში დააფიქსირეს.
Pixie Lott წითელ ხალიჩაზე მოუწესრიგებელი იღლიებით დააფიქსირეს. Kimberly Noel Kardashian იგივე Kim Kardashian მოკლე მაისურით დააფიქსირეს, რომელშიც სასაცილოდ პუტკუნა ჩანს. მას ძველი მოდის დაბრუნების მცდელობაშიც "დასდეს ბრალი". Emma Watson-ს კინაღამ მკერდი გამოუჩნდა მოუხერხებელი კაბის გამო 2012 წლის სექტემბერში, ლოს-ანჯელესში გამართულ პრემიერაზე. Britney Spears 2013 წლის მარტში შვილის ფეხბურთის თამაშზე მიმავალი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს. Eva Longoria ოქროს გლობუსის დაჯილდოვების ცერემონიალზე, 2013 წლის იანვარში, მოუხერხებელი კაბით გამოცხადდა და რამდენჯერმე კინაღამ წაიქცა. Anne Hathaway ფილმ Les Miserables-ის პრემიერაზე საცვლების გარეშე გამოცხადდა 2012 წლის დეკემბერში. Mischa Barton ლონდონში უხერხულ სიტუაციაში დააფიქსირეს. Lady Gaga-ს 2013 წლის იანვარში ვანკუვერში (კანადა) გამართულ კონცერტზე შარვალი უხერხულ ადგილას გაეხა. Cher-ის, იგივე Cherilyn Sarkisian-ის ლურჯი საცვალი დააფიქსირეს პაპარაცებმა 2010 წლის ნოემბერში. როგორც აღმოჩნდა, Kathy Griffin-ს მეტალზე ალერგია აქვს. ასეთ მდგომარეობაში იგი 2012 წლის იანვარში დააფიქსირეს. 873 10-ს მოსწონს
|