მსოფლიო ჩიკაგოს სამიტზე ღია კარის პოლიტიკა დადასტურდება 2012, 21 მარტი, 15:18 ამერიკის სენატში გამართულ შეხვედრაზე ის საკითხები განიხილეს, რომელსაც ორ თვეში, ჩიკაგოს სამიტზე გაამახვილებენ ყურადღებას. ალიანსის გაფართოება არ იგეგმება, მაგრამ წევრი სახელმწიფოები დაადასტურებენ ღია კარის პოლიტიკას იმათთვის, ვისაც ნატოში გაწევრიანება სურთ. ამ ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოსთან ერთად მონტენეგრო, ბოსნია და მაკედონია მოხვდნენ. სენატორის ჯონ მაკკეინის თქმით, სამწუხაროდ, ნატოს გაფართოება არ იქნება ჩიკაგოს სამიტის განსახილველი თემა, თუმცა, მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკის დადასტურება ასპირანტი სახელმწიფოებისთვის. კონგრესში მიწვეული იყო აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, რომელიც ქვეყნის ადმინისტრაციაში მაშინ მუშაობდა, როცა ალიანსი მეოთხედ გაფართოვდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს თემასაც შეეხებიან. 4 შეფასება არ არის
|