x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134551
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508699
ტურისტი გადარჩა 100 მეტრიანი სიმაღლიდან ჩამოვარდნისას
ავსტრალიელი ტურისტი ქალი სიკვდილს გადაურჩა 111მეტრი სიმაღლიდან გადმოხტომის შემდეგ მდინარე ზამბეზში(ზამბია). უფრო მეტიც, მას ამ შემთხვევიდან არ მიუღია სერიოზული ტრამვა.

ინციდენტი გასული წლის დეკემბერში მოხდა. ინფორმაცია საჯარო გახდა მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ.

ელინ ლეგვორტი ასრულებდა ხტომას ვიქტორიას ჩანჩქერის ხიდიდან. გადმოხტომის ბოლო ეტაპზე ბაგირი გაწყდა და 22 წლის ტურისტი მდინარეში ჩავარდა. იგი დინებამ წაიღო, მან შეძლო გაეცურა ნაპირამდე და დალოდებოდა მაშველებს.

პირველი დახმარება მას მეგობრებმა აღმოუჩინეს, რომლებიც მომხდარის თვითმხილველები აღმოჩნდნენ. შემდეგ კი მისი ჰოსპიტალიზირება მოახდინეს. გოგონას უმნიშნელო ნაკაწრები აღმოაჩნდა მხოლოდ. თვითონ ელინი თავის გადარჩენას ნამდვილ სასწაულს უწოდებს. აღსანიშნავია ისიც რომ მდინარეში მრავალი ნიანგი ბინადრობს.




0
32
4-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0