x
image
თამარი555
ქვები

image


... ერთხელ ერთმა ადამიანმა ბაზარში ბოსტნეული იყიდა. სახლში მოსვლის დროს აღმოაჩინა, რომ ვაჭრებს პროდუქტის ნაცვლად ქვები ჩაეწყოთ. საწყენი იყო რა თქმა უნდა, მაგრამ მან გადაწყვიტა რომ მათ სინდისზე დარჩენილიყო ეს ამბავი. გადაყარა ქვები და გააგრძელა ცხოვრება ძველებურად. გავიდა 40 წელი ამ ისტორიის შემდეგ და ერთხელაც მის კარზე დააკაკუნეს. კარის ზღურბლზე კი მოხუცებულები იდგნენ.


–გამარჯობა–მიესალმნენ ისინი, –ეს ჩვენ ვიყავით მაშინ, და გვინდა პატიება გთხოვოთ.

–კი მახსოვს ის შემთხვევა–უპასუხა ადამიანმა, –მე იმ დღესვე გაპატიეთ, ორმოში ჩავყარე ქვები.



–ჩვენ კი ის ქვები გულში ვატარეთ 40 წელი, – ამოიოხრეს ვაჭრებმა.



1
467
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამარი555
თამარი555
467
  
2013, 13 აგვისტო, 23:08
ჰმ...
0 1 1