კერძები ხორცისაგან ყველაზე გულისამრევი კერძები მსოფლიოში 2013, 1 აგვისტო, 8:17 1-კოპალჰენი-ანუ გახრწნილი ირემი-მის გარდა შეიძლება იყოს გამოყენებული ვეშაპი, ზღვის ლომი ან სელაპი.გახრწნილი, აყროლებული გვამის ჭამა უყვართ თითქმის ყველა ჩრდილოელ ერს.სკანდინავიაში გახრწნილ ზვიგენსაც მიირთმევენ.მისი მომზადების რეცეპტი მარტივია:გვამს ჩამარხავენ მიწაში და რამდენიმე თვის შემდეგ ამოთხრიან, ბაქტერიუბი ამ ხნის განმავლობაში გვამის რბილ ქსოვილებს ნაცრისფერ მოლიპულ მასად გარდაქმნიან.კოპალჰენი ძალზე საშიშია ჯანმრთელობისათვის, იგი შეიცავს გვამურ შხამებს-კადავარინას, პუსტრეცინას და ნევრინას. 2-ესკამოლესი-ეს კერძი გახლავთ ჭიანჭველების მიერ დადებული კვერცხებისგან გამოჩეკილი მატლები, Liometopum-ის სახეობა, იგი ძალზე პოპულარული კერძია მექსიკაში, მას მეორენაირად "ჭიანჭველების ხიზილალასაც" ეძახიან.ესკამელოსის მოსაპოვებლად 8 მეტრიანი ორმო უნდა გაითხაროს, სადაც ჭიანჭველების ბუდეა და იქვეა მატლებიც. 3-ბალუტი-ფილიპინური ნაციონალური კერძი, იგი მზადდება თითქმის ფორმირებული გამოუჩეკავი იხვის კვერცხისგან.იგი იხარშება, შემდეგ კვერცხს უკეთდება ნახვრეტი, საიდანაც ბულიონს სვამენ, ამატებენ მარილს და ხახვის სოუსს. 4-თუნისის თვალი-ეს ამაზრზენი კერძი იაპონიის მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ, ერთადერთი საშუალება, რომ ეს დელიკატესი შეჭამოთ, ისაა, რომ უცებ გადაყლაპო, თორემ თუ პირში დაღეჭავთ, სჯობია შედეგები არ წარმოიდგინოთ და არ იფიქროთ. 5-ვირთაგვას 3 წრუწუნა-ეს კერძი ჩინურია, მისთვის საჭიროა მხოლოდ სოუსი და ერთი ორსული ვირთაგვა.წრუწუნები თეფშზე ცოცხლები ალაგია, პირველად წრუწუნა მაშინ დაიწრიპინებს, როცა გურმანი მას ჯოხის ღერს ჩაარჭობს, მეორედ როცა სოუსში ამოაწობს, ხოლო მესამედ როცა დაღეჭავს. 295 6-ს მოსწონს 1-ს არა
|