x
image
თამარი555
ბრილიანტი ბუდას ჯიბეში

image


...როდესაც ჯიბის ქურდი ბუდას ხვდება, ის მხოლოდ მის ჯიბეებს უყურებს...


ლახარში–იუველირების ქალაქში, ცხოვრობდა ერთი პროფესიონალი ჯიბის ქურდი. ერთხელ მან დაინახა, რომ ვიღაც ადამიანმა იყიდა შესანიშნავი ბრილიანტი, რომელსაც იგი წლების მანძილზე ელოდა. მან გადაწყვიტა მოეპოვებინა ეს ძვირფასი ქვა რადაც არ უნდა დაჯდომოდა. ის ჩუმად აედევნა ამ ადამიანს. იგი მატარებლით ქალაქ მადრასში მიდიოდა და ქურდმაც იყიდა მატარებლის ბილეთი მადრასამდე. როცა ბრილიანტის მფლობელი ტუალეტში შევიდა ქურდმა მთელი კუპე გაჩხრიკა და ვერსად მიაგნო ძვირფასი ქვა. ღამითაც, როცა დაიძინა ამ ადამიანმა ყველგან ეძება, მაგრამ უშედეგოდ.

მატარებელი ჩავიდა ბოლოს და ბოლოს მადრასში და ბრილიანტის მყიდველი უკვე პლატფორმაზე აღმოჩნდა. ამ დროს ჯიბის ქურდი მივიდა მასთან:



–უკაცრავად ბატონო–ამბობს ის. მე პროფესიონალი ქურდი ვარ. ყველა მეთოდს მივმართე მაგრამ უშედეგოდ. თქვენ უკვე ჩამოხვედით თქვენს ქალაქში და მე აღარ შეგაწუხებთ. მხოლოდ მითხარით სად შეინახეთ თქვენი ბრილიანტი?

ადამიანმა უპასუხა:

-მე შევამჩნიე, რომ თქვენ მე მითვალთვალებდით, როცა ბრილიანტს ვყიდულობდი. როდესაც მატარებელშიც დაგინახეთ, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ნადირობდით ჩემს ძვირფას ქვაზე. ვიფიქრე რომ ხელიდან წასული ახალგაზრდა ხართ. და პირველად ვერ მოვიფიქრე თუ სად დამემალა ბრილიანტი, რომ თქვენ ვერ გეპოვნათ იგი. მაგრამ ბოლოს და ბოლოს მე ის თქვენს ჯიბეში ჩავდე ჩუმად.

ბრილიანტი, რომელსაც თქვენ ეძებთ, თქვენს გვერდით მდებარეობს– თქვენს სუნთქვასთან ახლოს. მაგრამ შენ ბუდას ჯიბეებში ეძებ. ამობერტყე შენი გონების ყველა უჯრა. ეძებე იქ, სადაც არ არის დაშორება. ეს ხომ შენთვის ძალიან ადვილია....


image



0
118
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამარი555
თამარი555
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0