საქართველო ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ნაგვის დენზე მიბმა აღმოჩნდა 2012, 21 მარტი, 15:17 ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი საკითხი დენის გადასახადზე ნაგვის მიბმაა. გამოკითხულთა 94% მიიჩნევს, რომ თბილისში ამ ცვლილებამ ვითარება გააუარესა. მხოლოდ 3% მიიჩნევს, რომ გადაწყვეტიელბა მართებულია. საზოგადოება თვლის, რომ პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები ამ საკითხს სატელევიზიო გამოსვლებში ნაკლებად ეხებიან. 71%-ის აზრით, დასუფთავების ახალ ტარიფზე პოლიტიკოსები იშვიათად ლაპარაკობენ. გამოკითხულ მოქალაქეებს ასევე არ მოსწონთ ცვლილება, რომლის მიხედვით 112-ის მომსახურების საფასური მათ ანგარიშიდან ჩამოეჭრებათ. NDI-ის მონაცემების მიხედვით, ადამიანების 30% ტრანსპორტზე ფასის ზრდითაც უკმაყოფილოა. შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევები შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დააფინანსა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა. კვლევა - "საზოგადოების განწყობა საქართველოში", 22 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა. სულ პირისპირი ინტერვიუს მეთოდით 3161 რესპონდენტი გამოიკითხა. 17 1-ს მოსწონს
|