x
image
თამარი555
იგავი–როგორ ვიცხოვრო?

image


... პასუხის ძიებაში, თუ “როგორ ვიცხოვრო", ახალგაზრდამ მიმართა

ერთ რევოლუციონერ-რეფორმატორს:


–მიპასუხეთ, როგორ გავცურო ცხოვრების მდინარეში?, რა არის სწორი?


–არ მოიქცე ისე, როგორც სხვა–უპასუხა მან. ნუ მიჰყვები ნაცრისფერი მასის დინებას. გაცურე მის საწინააღმდეგოდ!


–ცხოვრება–ბრძოლაა! გააპე მისი ტალღები! ეცადე მიაღწიო!

–გადალახე სიძნელეები, საერთო კეთილდღეობისა და სამყაროს სრულყოფილებისათვის!


ახალგაზრდამ თავი დახარა და ახლა განდეგილ ბერთან წავიდა. მასაც იგივე ჰკითხა:


–როგორ გავცურო ცხოვრების მდინარეში?, ღირს კი შევეწინააღმდეგო მის დინებას?

–არა, უპასუხა განდეგილმა. ამას აზრი არა აქვს.


– დანებდი, შეერწყე მას და იცურე მისი დინებით. და შენ შეიცნობ სამყაროს შექმნის ერთიანობის ჭეშმარიტებას.


image


ახალგაზრდამ მადლობა გადაუხადა განდეგილს და შემდეგ იგი ბრძენთან წავიდა.


–მითხარით როგორ ვიცხოვრო? ვიცურო ცხოვრების დინების საწინააღმდეგოდ, თუ დავნებდე და შევერწყა მსოფლიოს

დინებას?


–ეჰ, უპასუხა ბრძენმა. მთელი აზრი იმაში მდგომარეობს რომ იცურო არა მისი დინებით ან საწინააღმდეგოდ, არამედ სადაც საჭიროა. შენი გონება საჭე უნდა იყოს, ხოლო სული კი იალქანი.


ახალგაზრდას ეს სიტყვები ჭკუაში დაუჯდა და სახლში წავიდა. მოპირდაპირე გზაზე კი მას ოსტატი შეხვდა. განა შეიძლება ზედმეტმა რჩევამ ხელი შეგიშალოს, როცა სიბრძნე უკვე შენთანაა?


image



–ოსტატო მიპასუხეთ, როგორ ვიცხოვრო? ვიცურო ცხოვრების დინებით თუ მის საწინააღმდეგოდ?, თუ გონების კარნახით გავცურო იქ, სადაც მე მჭირდება?


–დინება?– გაოცდა ოსტატი. რომელი დინება?


–უკაცრავად, მე ის ვერ შევამჩნიე...


– უბრალოდ მე ძალიან მომწონს ცურვა–უპასუხა ოსტატმა...




0
126
4-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0