x
image
ტორნადო07
მითები ცნობილი ღირსშესანიშნაობების შესახებ
imageარსებობს უამრავი ღირსშესანიშნაობა, რომელთა შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის. თუმცა არ შეიძლება ყველაფერს დაუჯერო, რასაც მათზე წერენ ან ამბობენ. წარმოგიდგენთ რამოდენიმე ყველაზე გავრცელებულ მითსცნობილი ადგილების შესახებ.


1)ზოლებ-ვარსკვლავიანი დროშა მთვარეზე დიდი ხანია აღარ არის. image

ბევრს უნახია მთვარის, ფოტო სადაც ნილ არმსტრონგის გვერდით აშშ-ს დროშა ფრიალებს, როგორც ამერიკული კოსმოსური ინდუსტრი-ის მიღწევის სიმბოლო. ბაზ ოლდრინი ყვებოდა, რომ მისია "აპოლონმა" მთვარეზე 6 დროშა ჩაიტანა, ერთ-ერთი ხომალდთან ახლოს იქნა განთავსებული და ის აფრენისას განადგურდა. დანარჩენი დროშები კი ისე არ გამოიყურება როგორც ფოტოზე. წლების განმავლობაში ქსოვილი სრულიად გახუნდა (მთვარეზე ხომ ატმოსფერო არ არის), ზოლებმა და ვარსკვლავებმა ადგილი სრულიად თეთრ ქსოვილის ნაგლეჯს დაუთმო.


2)დრუიდებს არ აუშენებია სტოუნჰენჯი.image


სტოუნჰენჯის იდუმალი ლოდები რამოდენიმე ასწლეულია მოსვენებას არ აძლევს მეცნიერებსა და ფანტაზიორებს. არსებობს მოსაზრება, რომ ეს უზარმაზარი ლოდები აქ დრუიდებმა მოიტანეს თავისი რიტუალების ჩასატარებლად, მაგრამ ეს ასე არ არის. მეცნიერებმა გაანალიზეს ქვები და დადგინდა, რომ სტოუნჰენჯი რამოდენიმე ასწლეულის განმავლობაში შენდებოდა. პირველი ნაწილი აშენდა ძველი წელთააღრიცხვის 2400-2200 წლებში, ხოლო ბოლო ნაწილის მშენებლობა სადღაც ძვ.წ. 1600 წელს დასრულდა. ასე, რომ დრუიდები მას ვერ ააშენებდნენ, რადგან მაშინ დრუიდები უბრალოდ არ არსებობდნენ.


3)ხიდი, რომელსაც ყველა ლონდონის ხიდს ეძახის, სინამდვილეში

ლონდონის ხიდი არ არის.image

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობას, რომელ-საც ყველა ლონდონის ხიდს ეძახის, სინამდვილეში სხვა სახელს ატარებს. ამ საკითხთან დაკავშირებით გუგლიც კი ცდება, რომელიც საძი-ებო სიტყვების "ლონდონის ხიდი" შეყვანისას განახებთ სხვა ნაგებო-ბის ფოტოებს, რომელსაც სინამდვილეში თაუერის ხიდი ეწოდება. ნამსვილი ლონდონის ხიდი ქალაქის ორ უბანს სიტისა და საუთვორკს აერთიანებს. თანამედროვე ლონდონის ხიდი გაიხსნა 1973 წელს, მანამდე ამ ადგილას ხიდები რომაელების დროიდან მოყოლებული შენდებოდა და მათ ყოველთვის ლონდონის ხიდი ეწოდებოდა. გაურკვეველია რამ გამოიწვია სახელების არევა, მაგრამ ფაქტია, რომ ლონდონის სახე სწორედ თაუერის ხიდი გახდა.



0
85
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0