მუსიკა როგორ იქცეოდა ტოტო კუტუნიო "ახალი ტალღის" ფესტივალზე 2013, 29 ივლისი, 17:19 ტოტო კუტუნიო, მსოფლიოში სახელგანთქმული მომღერალი და სიმღერების ავტორი ამ წლის "ახალი ტალღის" ფესტივალზე მოგვევლინა, როგორც რაიმონდ პაულსის შემცვლელი ჟიურიში, იგი სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, საკმაოდ მოკრძალებულად იქცეოდა, ისე როგორც ნამდვილ ნიჭიერ ადამიანს შეეფერება, მას არავითარი განსაკუთრებული მოთხოვნები არ ჰქონია და არც ჭირვეულობდა, როგორც ზოგიერთ ვარსკვლავებს სჩვევიათ.უფრო მეტიც, მომღერალი ქუჩაში დაცვის გარეშე დადიოდა, ავტოგრაფზე არავის უარს არ ეუბნებოდა, მოასწრო და დაუმეგობრდა გერმანულ ნაგაზს, რომელიც საკონცერტო დარბაზ "ძინტარში" "მუშაობდა" ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოსავლენად.სხვათა შორის ტოტო კუტუნიო ერთადერთი იყო, რომელიც საკონცერტო დარბაზის წინ მდგარ თაყვანისცემლებს შეხვდა, მან გააჩერებინა ავტომობილი და ხალხს ხელს ართმევდა, ამასთანავე ტემპერამენტიანი იტალიელი არც ქალებს აკლებდა კომპლიმენტებს. 828 4-ს მოსწონს
|