x
image
თეონა ასტამაძე
უნიკალური აღმოჩენა მცხეთაში

imageბაგინეთში ერთ ერთი მთის კალთაზე მეცნიერებმა ჩვენი წელთაღრიცხვის 1- 2 საუკუნეებში არსებული შენობების ნაშთებს მიაკვლიეს.

სპეცილისტების ვარაუდით ნაგებობები საცხოვრებლებს წარმოადგენდა.აღმოჩენილია მხატვრულ- არქიტექტურული გაფორმების ნაწილებიც და სხვა არტეფაქტები.

ეს არის ყაზარმული ოთახები, 10 შენობა, რომლებიც ერთმანეთთან ღიობებითაა დაკავშირებული. არქეოლოგები შეეცდებიან ბოლომდე გამოაჩინონ დარჩენილი კედლები. აღმოჩენილია ორი ტიპის კრამიტი - ბრტყელი და ღარისებური, რომელიც დაახლოებით 1800 წლის წინანდელია.

აღმოჩენილია სათამაშოს ფრაგმენტები. სამუშაოები მიმდინარეობს, აღმოჩენილ ნივთებს დამუშავების შემდეგ გამოფენენ ეროვნულ მუზეუმში.

0
114
19-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0