სხვა უნიკალური აღმოჩენა მცხეთაში 2013, 29 ივლისი, 15:55 სპეცილისტების ვარაუდით ნაგებობები საცხოვრებლებს წარმოადგენდა.აღმოჩენილია მხატვრულ- არქიტექტურული გაფორმების ნაწილებიც და სხვა არტეფაქტები. ეს არის ყაზარმული ოთახები, 10 შენობა, რომლებიც ერთმანეთთან ღიობებითაა დაკავშირებული. არქეოლოგები შეეცდებიან ბოლომდე გამოაჩინონ დარჩენილი კედლები. აღმოჩენილია ორი ტიპის კრამიტი - ბრტყელი და ღარისებური, რომელიც დაახლოებით 1800 წლის წინანდელია. აღმოჩენილია სათამაშოს ფრაგმენტები. სამუშაოები მიმდინარეობს, აღმოჩენილ ნივთებს დამუშავების შემდეგ გამოფენენ ეროვნულ მუზეუმში. 114 19-ს მოსწონს
|