x
image
თამარი555
ქცევის წესები უზენაესის მოსწავლისა


image


1. იყავით პასუხისმგებელნი თქვენი სწრაფვისა განახორციელოთ სრული შერწყმა ღვთაებრივისკენ. შეგნებულად გაიარეთ გზა მიუძღვნათ თავი მის მსახურებას.


2. ვისწავლოთ მნიშვნელობა ფრაზისა “არ ავნო–არ მიაყენო ზიანი."

არც სიტყვით, არც აზრით, არც გრძნობით. არასოდეს არავის არ მიაყენო ბოროტება. შენი ცხოვრების ყოველგვარ გამოვლინებაში. გახსოვდეთ რომ ეს მოქმედებები, არ ვგულისხმობთ ფიზიკურ ძალადობას, თქვენ დაგიცავთ ტკივილისა და განცდისაგან.



3. ნუ გადმოაფრქვევთ დაუფიქრებლად თქვენს ემოციებს გარშემო მყოფებს. გახსოვდეთ, რომ ქარიშხალი, რომელსაც მათ სულებს გადასცემთ, ადრე თუ გვიან თქვენვე დაგიბრუნდებათ. ყოველთვის და ყველასთან მიიტანეთ სიმშვიდე, სიყვარული და ჰარმონია.


4. დათმეთ პირადი და პლანეტარული ილუზიები. არასოდეს არ მისცეთ თავს ნება “პატარა მე"-ზე სიყვარულის, ვიდრე სამყაროს ჰარმონიისა. თუ თქვენ მართალი ხართ, არ არის საჭირო ამით ტრაბახი. და თუ არ ხართ მართალი, ვილოცოთ პატიებისთვის.


5. იარეთ ნაზად დედამიწაზე და მთელ სამყაროში, გახსოვდეთ რომ თქვენი სხეული–ეს არის ღვთაებრივი გემი, რომელშიც სულიწმინდა ბინადრობს, და რომელსაც სიყვარული და ნათელი მოაქვს. შეინახეთ თქვენი სხეული სუფთად და პატივისცემით, რომ ის ესადაგებოდეს ჭეშმარიტებისა და სულიწმინდის ადგილსამყოფელს. ეთაყვანეთ და პატივი ეცით ყველა წარმოშობის ადამიანის მაღალი წარმომავლობის ჭეშმარიტებას. იცით რა, რომ ხშირად მახინჯი ფასადის უკან შესაძლოა სუფთა სულის და სინათლის მატარებელი სული იმყოფებოდეს.


6. როდესაც ბუნებაში ხართ, ყურადღება მიაქციეთ ამ სამეფოს, შეიგრძენით ეს სილამაზე. რას გთავაზობთ ის თქვენ. მიაქციეთ ყურადღება მის მთელ საუფლოს. არ წაბილწოთ იგი მდაბალი ფიქრებით, ბგერებით, ემოციებით. მით უმეტეს, არ დაარღვიოთ მისი

ხელთუქმნელი სილამაზე ფიზიკური ძალადობით. პატივი მიაგეთ დედა–დედამიწას, რომელმაც წარმოგიდგინათ საკუთარი სხეული თქვენი ევოლუციისათვის.


7. არ გამოხატოთ თქვენი აზრი იქამდე, სანამ არ გკითხავენ ამის შესახებ. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მდუმარედ დაეკითხებით და რჩევას მიიღებთ თქვენი უმაღლესი “მეს"-გან. თქვით მაშინ, როდესაც ღმერთი ამოგარჩევთ თქვენ, რომ მიიტანოთ მისი სათქმელი. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ილაპარაკეთ ცოტა. ან სიჩუმე შეინარჩუნეთ.


8. მიეცით ნება თქვენს გულს იმღეროს ღვთის მისასალმებელი სიმღერა. იყავით მადლიერი, იმისა რაც გაქვთ და რაც გაგაჩნიათ ამ მომენტისთვის. შედით ცხოვრების მდინარეში, სიმრავლისა და სიყვარულის მდინარეში, რომელიც ღვთაებრივი გულიდან მოედინება.


9. ქცევისა და საუბრისას იყავით კეთილი და მშვიდი, მაგრამ თავი ღირსეულად გეჭიროთ, რომელსაც მუდამ ღმერთი თან ახლავს და რომელიც თქვენში ცხოვრობს– თქვენი სულის ტაძარში. ყოველთვის შეუსაბამეთ ქმედება სულიერ სისუფთავეს, იმპულსებს ღვთაებრივი ენერგიით დამუხტულს. ეცადეთ კეთილგანწყობა და ჰუმანურობა შეიტანოთ ყოველგვარ სტრესულ სიტუაციებში.


10. მუდამ თქვენს სიტყვას სიკეთე, შერიგება და სიყვარული მოჰქონდეს. არ დაუშვათ არასწორი გაგება თავმდაბლობის, გამოხატულს, როგორც გულგრილობა. ღვთის მსახურება, ესაა როგორც მზე ცაზე, რომელიც არც ერთი წუთით არ ასრულებს სიყვარულის გამოდინებას მათთვის, რომელთა გულიც მზადაა მის მისაღებად.



(მახა ჩოხანი) თარგ. თ.მოდებაძე.

0
33
6-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0