x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"დუმილი, ვით სამარე"... (3 ნაწილი)

imageქეთი დეიდასთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, როგორც იქნა გოგონები დარჩნენ მარტონი. თიკამ ვეღარ მოითმინა და ვილმას დააძალა დიტოსთან დარეკვა. ყოყმანის შემდეგ, აკანკალებულმა ვილმას თითებმა დიტოს ნომერი აკრიფეს:


*** ბატონო!


--- უკაცრავად, დიტოს სთხოვეთ?


*** რომელი ხარ?


(ვილმას ენა ჩაუვარდა, საუბარი კი დიტომ განაგრძო)


*** ე.ი. ერთმანეთს არ ვიცნობთ, არ ლაპარაკობ და გასაცნობათ კი დარეკე, ორიგინალურია. (გაიცინა დიტომ) ჩემი სახელი გცოდნია და იქნებ შენი გეთქვა, მეცოდინება მაინც როგორ მოგმართო.


--- მე... მე თათა ვარ.


*** აჰა, ძალიან კარგი და რამდენი წლის ხარ თათა, რას საქმინობ და რას გეგმავ სამომავლოდ?


--- 17 წლის ვარ, სკოლას წელს ვამთავრებ. მომავლის გეგმებზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ სწავლის გაგრძელებას ვაპირებ. შენ?


*** მე 21-ის ვარ, ჯერ-ჯერობით სტუდენტი, მაგრამ მომავალი იურისტი. და თათა ფიზიკურადაც ისეთი მიმზიდველი ხარ, როგორიც ხმა გაქვს?


--- საკუთარ ვიზუალზე საუაბარი არ მიყვარს, ეგ თემა ძალიან მაღიზიანებს ყოველთვის, ვფიქრობ, რომ სულიერი კულტურა უპირველესია, ამით უნდა იყოს ადამიანი შთამბეჭდავი და არა ფიზიკურად.



*** რაღაცით გეთანხმები, მაგრამ ნახვის დროს პირველ შთაბეჭდილებას ხომ ფიზიკურად ვახდენთ?



--- ეგ ბრიყვთა ცნებაა.



(დიტომ გულიანად გადაიხარხარა)


*** და მინდა გითხრა თათა, რომ შენ უკვე მოახდინე ჩემზე შთაბეჭდილება შენი აზროვნებით. ვიმედოვნებ ჩვენი ურთიერთობა ამ ერთი საუბრით არ შემოიფარგლება.



--- ძალიან კარგი თუ მოვახდინე. ( გაიცინა და წაიკეკლუცა ვილმამ) მაშ ამ ჯერად უკვე დაგემშვიდობები, დანარჩენი შემდეგისთვის მოვიტოვოდ.



*** ასე მალე სად გარბიხარ, ვისაუბროთ, არ მაცდენ. შენი ნომერიც დამიტოვე და მეც დაგირეკავ ხოლმე.



--- ეგ ჯერ ნამეტანია ჩემო კარგო, თუ წინააღმდეგი არ იქნები, ამ ეტაპზე მხოლოდ ჩემი ზარებით შემოვიფარგლოთ ხოლმე, თუ არ გაწყობს და მაშინ აბა კარგათ, მემგონი დასაკარგი არაფერი გვაქვს.



*** არა, არა მოიცა, არ გათიშო, ინტრიგანო. (და ისევ იცინის) კარგი, იყოს ნება შენი და იცოდე ველი შენს მომდევნო ზარს უახლოეს მომავალში.



--- კარგი, დროებით.



ვილმამ დადო ყურმილი, თიკა გადაეხვია მას და სიხარულისგან აკისკისდნენ.



*** ხომ ხედავ ვილმა, არც ისე რთულად ყოფილა ყველაფერი, შეგძლებია საუბარი, რას ერჩოდი შენს თავს, ვამაყობ მეგობარო, ყოჩაღ, ასე გაბედულად გააგრძელე და დიტოს მახეში გავაბამთ.


ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც. თიკა სახლს დაუბრუნდა. გრძნობების ეიფორიაში მყოფი ვილმა დივანზე წამოწვა, ბალიში ჩაიხუტა და დიტოზე ფიქრებს მიეცა. ამის დამნახველ დედას არ გაუჭირდა გაგება, რომ მის შვილს სასიყვარულო სიახლე ჰქონდა, გაეღიმა და არაფერი უკითხავს, არ უნდოდა ვილმასთვის ხასიათის გაფუჭება. ღრმა ფიქრებში დაკარგულ ვილმას კი დივანზე დასძინებია და დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა. გადაიხადა პლედი, ბარბაცით მივიდა ყურმილთან და უპასუხა ძილნარევი ხმით:



--- გისმენთ.



*** ვილმა როგორ ხარ, სად ხარ ეს დღეები, რომ არ ჩანხარ, ხომ მშვიდობაა?



--- უი თათა, შენ როგორ ხარ? თიკას დაბადების დღე იყო გუშინწინ, იქ გავათენეთ, გუშინ საღამოს მოვედი, ისე დამძინებია დივანზე, საწოლამდე ვერ მივაღწიე, დედასაც არ გავუღვიძებივარ და ისე წასულა სამსახურშიც ვერაფერი გავიგე.



*** ძალიან კარგი, მე კი ვიფიქრე ნეტავ რამ დაავიწყა დაქალითქო. მოწესრიგდი და ამომიარე, დღეს არსად გავდივარ.



--- არა, რა დამავიწყდი, უბრალოდ ხომ ხედავ საწოლამდეც ვერ მივედი. თათ დღეს არ მცალია, ბევრი საქმე მაქვს და თან გადაღლილი ვარ, არ გეწყინოს და ამ დღეებში გნახავ აუცილებლად. შენთან ხომ არაფერი ხდება ახალი?



*** არ მეწყინება. ჩემთან ახალი არაფერია. კარგი ვილმა დაისვენე და დროებით.



--- დროებით თათა.

ყურმილის დადება და ისე ზარი ერთი იყო.



--- გისმენთ.



*** ეხლავე ჩაიცვი და ამოდი ჩემთან.



--- თიკა რა ხდება?



*** არაფერი, იმდენი ხანია არ მინახიხარ მომენატრე (და იცინის) რა უნდა ხდებოდეს, მარტო ვარ ამოდი, უარს არ მივიღებ, დროულად, გელოდები.



ვილმამ სასწრაფოდ ჩაიცვა და თიკასთან ავიდა. გოგონებმა ყავა დალიეს, იჭორავეს, იცინეს. დიტოსთანაც დარეკეს, მაგრამ სამწუხაროდ სახლში არ დახვდათ, შემდეგ პარკშიც გაისეირნეს და მერე კი ვილმასთან ამოვიდნენ. შემდეგ მცდელობაზე კი დიტო სახლში ბრძანდებოდა უკვე.



*** თათა, როგორ გამახარე. როგორ ხარ?



--- დანაპირებს ყოველთვის ვასრულებ.



*** დავიჯერო ეს ზარი მხოლოდ დანაპირებია და მეტი არაფერი??



--- მეტი რა უნდა იყოს... (დაბნეული ხმით მიუგო ვილმამ)



*** კარგი ვიხუმრე. სკოლის საქმეები როგორ მიდის, სიახლე ხომ არ არის რაიმე?



--- დღეს შაბათია ჩემო კარგო, რამ დაგაბნია? სკოლას სიახლე სად აქვს, მერხი, მასწავლებელი, კლასელები და ერთფეროვნება სამწუხაროდ, სიახლეები თავს მოიყრის როცა დავამთავრებ.



*** ისე, თუ რამე, იცოდე ჩემი იმედი გქონდეს.



--- დიტო დღეს რა დაბნეული ხარ, შენი იმედი რაში უნდა მქონდეს? მე არც კი გიცნობ, აბა დაფიქრდი, უნდა მქონდეს შენი იმედი რამეში?


*** მართალი ხარ, დაბნეული გელაპარაკები და ისეთ სისულელეებს... მაშინ გავიცნოთ ერთმანეთი უკეთ, ხელს რა გვიშლის?



--- შეხვედრაზე ნამდვილად არ ვფიქრობ ჯერ-ჯერობით და არ გეწყინოს.



*** არ მეწყინება, უბრალოდ მაინტერესებს როგორი ხარ. უახლოეს მომავალში ალბათ დამთანხმდები შეხვედრაზე.



--- არ ვიცი, მოვიფიქრებ.



*** ძალიან დიდხანს ნუ იფიქრებ, მოთმინების ფიალა არ ამივსო ( და ისევ იცინის დიტო)



--- იმდენ ხანს ვიფიქრებ, რომ მოლოდინმა აზრი არ დაკარგოს.



*** როგორც ყოველთვის შენი სიტყვა ბატონობს თუ სხვა გზას მაინც არ მიტოვებ, არა?? შენი ნომერიც კი არ ვიცი. (წაიწუწუნა დიტომ)



--- პირადად როცა გნახავ გაგაკვირვებ და ამიტომ ჯერ ვრწმუნდები ნახვას ექნება თუ არა აზრი.



*** ეგ როგორ გავიგო, რას მიპირებ პატარა ქალბატონო?



--- მოტაცებას არა ჩემო ბატონო, როცა მნახავ, მერე ნახავ...


მშვენიერი საუბრის მალე დასრულება მოუწია ვილმას, რადგან კარზე დედის ზარის ხმა გაისმა. თავზარდაცემული შემოვიდა ქეთი დეიდა, რადგან მამის მძიმე ავადმყოფობის ამბავი შეეტყვო, რის გამოც უწევდა ქალაქიდან 4 დღით გასვლა. გადაწყდა, რომ ვილმა თიკასთან დარჩებოდა. "ზოგი ჭირი მარგებელია"-ო ასე დაემართად გოგონებს, რადგან დროს შესანიშნავად ატარებდნენ, სეირნობდნენ, ერთობოდნენ, დიტოსთანაც გამუდმებით რეკავდნენ და საუბრობდნენ. მათ გართობაში კი გიოც ეხმარებოდა, ასეირნებდა და ახალისებდა. მას თურმე დიდი ხანია ვილმა უყვარს და მხოლოდ ამ პერიოდში გამოუტყდა ვილმას გრძნობებში, თავზარდაცემული ვილმა კი იმის გამო, რომ გიოც რჩებოდა ღამე თიკასთან, თვითონ აღარ დარჩა იქ და თათასთან ავიდა 4-ე ღამეს.


თათა ჟურნალებს ათვალიერებდა და საბანკეტო კაბის სტილს არჩევდა, როდესაც ვილმა მასთან ავიდა. ვილმა და თათა კლასელები და კარგი მეგობრები იყვნენ. თათას რა თქმა უნდა გაუხარდა მეგობრის სტუმრობა და თანაც დარჩენით. გოგონებმა მოისიყვარულეს ერთმანეთი, აინაზღაურეს უნახველი რამოდენიმე დღე და ბოლოს ვილმამ გადაწყვიტა თავისი ახალი ამბავი მისთვის გაენდო:



--- თათა, შენი დახმარება მჭირდება ძალიან, ცოტა გრძელი ამბავია და რაც შეიძლება მოკლედ და გასაგებად გეტყვი. დავიწყე: თიკას ბიძაშვილი გიო ხომ იცი? ხოდა მისი ძმაკაცი დიტო მიყვარს, პირადაღ კი მიცნობს, მაგრამ დიდი ხანია სხვა პიროვნების სახელით ტელეფონითაც ვესაუბრები, ოღონდ არ იცის ეს ორივე თუ მე ვარ. საქმე კი უფრო რთულადაა, მე კი გიოს ვუყვარვარ და ეს სიტუაცია ისე ჩაიხლართა, გიო როგორ შეხვდება ამ ამბავს, რომ მე მის ძმაკაცს ვხვდებოდე არ ვიცი, არ მინდა გული ვატკინო, კარგი ბიწია, მაგრამ არ მიყვარს, არადა დიტო მიყვარს ძალიან, მისი დაკარგვა არ მინდა, თან შეხვედრას მთხოვს და როგორ მოვიქცე არ ვიცი, შემთხვევით გიომ არსად გვნახოს, ან დიტო როგორ გამიგებს სიმართლე რომ დავუმალე, დამეხმარე, ძალიან დავიბენი.



*** ჯერ დაწყნარდი ვილმა, გამოსავალს ყოველთვის მოვძებნით.თუმცა მე ამ წუთას ესეთი აზრი მომივიდა: თუ გინდა, მე შევხვდები შენს მაგივრად დიტოს, ოღონდ თქვენი საუბრების შესახებ დამაკვალიანე, რომ არ გაგყიდო.



დაბნეული ვილმა დათანხმდა თათას შემოთავაზებაზე, ყველაფერი უამბო ტელეფონით საუბრების შესახებ, ცოტა დამშვიდდა, ძალა მოიკრიბა და დიტოსთან დარეკა.



--- მე ვარ დიტო.



*** თათა, სად დაიკარგე ეს 2 დღე? უკვე მომენატრე.



--- შენთან შეხვედრაზე ვფიქრობდი ეს 2 დღე. (იცრუა ვილმამ)



*** ვაუუ, როგორ გამახარე, დღესვე შევხვდეთ მაშინ კარგი?



--- დღეს არა დიტო, დღეს უკვე გვიანდება, ხვალ იყოს, ხვალ 16 მარტია, მცალია და შევხვდეთ, ქაშუეთთან 3 საათზე თუ გაწყობს?



*** კი თათა, მაწყობს, ძლივს გადმოდგი ეგ ნაბიჯი და მოუცლელობას ადგილი არ ექნება ჩემი მხრიდან.



--- მაშინ ხვალამდე დიტო.



*** მოიცა, მოიცა და როგორ უნდა ვიცნოთ ერთმანეთი?



--- მე თვითონ გიცნობ. (და ტელეფონი გათიშა თათამ)


ვილმამ თათა ხვალინდელი დღისთვის კარგათ მოამზადა და განცდებში მყოფს გამთენიისას ძლივს ჩაეძინა.



9
60
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
60
  
2013, 27 ივლისი, 23:44
არაფრის მეგობარო)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
2013, 27 ივლისი, 23:26
მეც ძალიან ვისიამოვნე მეგობარო ძალიან მომეწონა გაიხარე
2013, 27 ივლისი, 22:22
ვახ რა მაგარია ნამდვილი მეგობარი ხარ მეა გაიხარე:))))))))
2013, 27 ივლისი, 22:21
კარგი, არ გაწყენინებ და ეხლა 4-ე ნაწილსაც დავწერ შენი ხათრით. :)
2013, 27 ივლისი, 22:12
უკვე გული მიგრძნობს აქ რა ამბები დატრიალდება:)))
მაგარია ძალიან რა მოიცდის მეა სამი დღე?
2013, 27 ივლისი, 21:04
გაიხარეთ ბატონო ლიცი.
2013, 27 ივლისი, 21:03
ჩამითრია, სულ რაკრაკით ჩავიკითხე :)
0 1 9