x
image
ია გელიტაშვილი
წიგნი და ადამიანი

ძალიან ბევრი საყვარელი მწერალი მყავს, მაგრამ მინდა რამდენიმე მაინც გამოვყო.
პაულო კოელიო, ონორე დე ბალზაკი, ფრედერიკ ბეგბედერი, ერიხ მარია რემარკი, დათო ტურაშვილი, გაბრიელ გარსია მარკესი.
წიგნი მოზარდის გაზრდისა და განვითარების ერთ-ერთი მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთია.სამწუხაროდ დღეს წიგნებზე აღარაა მოთხოვნა, ბიბლიოთეკებშიც ისე ხშირად აღარავინ დადის.წიგნის მიმართ ინტერესი გაგვინელდა, ამის გამოწვევის მიზეზი თანამედროვე ტექნოლოგიებია.
10 წლის ბავშვს რომელსაც სახლში აიფონი აქვს წიგნისკენ აღარც გაიხედავს და ვერც იმას მიხვდება თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს მისთვის და მისი ინტელექტის განვითარებისთვის.
5 წლის ასაკში ყველაზე დიდი ოცნება კითხვის შესწავლა მქონდა, ახლა 5 წლის ბავშვს აიფონ4 აქვს და აიფონ 5ზე ოცნებობს.
წიგნის სუნი ყოველთვის მიზიდავდა და როცა წიგნს ხელში ავიღებდი, შიგნით ვიკარგებოდი.რამდენიმე საათი წიგნის და მისი პერსონაჟების ცხოვრებით ვცხოვრობდი, თუ წიგნი ძალიან საინტერესო იყო მისი სიდიდის მიუხედავად შემეძლო ერთ დღეში დამესრულებინა.
არ ვეთანხმები ინტერნეტ ბიბლიოთეკების შექმნის იდეას, რაგდან წიგნის კარგად გასააზრებლად მასთან სიახლოვეა საჭირო.
თამამად შემიძლია ვთქვა მე არ ვარ რობოტების, კატის მოღუტუნების, ინტერნეტში ფერმის გაშენების თაობა, მე ვარ წიგნის და მისი სუნის თაობა, მისი ფურცლების და მისი ინტერესის თაობა.
ამჟამად ონორე დე ბალზაკის "შაგრენის ტყავს"ვკითხულობ.ძალიან კარგი წიგნია და თქვენც გირჩევთ, რომ წაიკითხოთ.რადგან ბალზაკის გმირი ძალიან ჰგავს დღევანდელ თაობას, მწვანე მაუდის მაგიდის სიყვარულით.image

2
39
3-ს მოსწონს
ავტორი:ია გელიტაშვილი
ია გელიტაშვილი
39
  
2013, 27 ივლისი, 14:36
შაგრენის ტყავი––არვიცი როგორ ავხსნა ის სიამოვნება რაც მივირე მსიი წაკითხვით
0 1 2