თავისუფალი, ნათელიც და ბნელიც, ცოტათი რომანტიულიც. ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი ფრედერიკ ბეგბედერის "99 ფრანკი" წავიკითხე, შემდეგ ფილმს ვუყურე, თუმცა წიგნი სულ სხვაა. მომწონს ოქტავი, თავისუფალიცაა და შეზღუდულიც, მონდომებული და ზარმაციც, შეყვარებულიცაა მაგრამ არ აღიარებს.ექსტრავაგანტული ოქტავი სარეკლამო ბიზნესში მოღვაწეობს, ევალება გაყიდოს ყველაფერი ცუდიც და კარგიც.თუმცა მოვა დრო როდესაც ეს ყველაფერი მობეზრდება. ფილმს ორნაირი დასასრული აქვს და მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ დაასრულებს ოქტავის ცხოვრებას.