სხვა 50–იანი წლების დღემდე აქტუალური ინოვაციები 2013, 27 ივლისი, 14:05 ჩვენთვის როგორც წესი 50-იანი წლები ასოცირდება ელვის პრესლისთან თან და ტელევიზიის ოქროს ხანასთან, მაგრამ ასევე ცნობილია ამ ათწლეულის მრავალი ინოვაცია, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა და გაამდიდრა ჩვენი ცხოვრება. საკრედიტო ბარათები (1950) 1950 წელს კომპანია «Diners Card»-მა გამოუშვა პირველი საკრედიტო ბარათი. ბუშტუკებიანი შესაფუთი საშუალება (1957) როგორი წარმოგიდგენიათ მსოფლიო ბუშტუკების გახეთქვისგან მიღებული სიამოვნების გარეშე? ასეთი შესაფუთი მასალა კი სრულიად შემთხვევით შეიქმნა. იგი გამოიგონა ალფრედ ფილდინგმა და მარკ ჩევნესმა, როდესაც ცდილობდნენ 3D შპალერის გამოგონებას და არა შესაფუთი საშუალების. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები (1957) მიუხედავად იმისა, რომ ამ აბების გამოგონება, როგორც წესი, დაკავშირებულია 60-იანი წლების სექსუალურ რევულუციას, მაგრამ რეალურად ისინი 50-იანებში გამოიგონეს. საკვები პროდუქტებისა და წამლების ხარისხის კონტროლის სამსახურმა ეს წამალი დაამტკიცა 1957 წელს, მხოლოდ მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს და არა როგორც კონტრაცეპტივი. ოფიციალურად 1960 წლამდე არ გამოიყენებოდა ეს აბები როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება. დიეტური სასმელი (1952) პირველი დიეტური დაბალკალორიული გაზირებული სასმელი წარმოგვიდგინა კომპანიამ «Kirsch Bottling»-მა 1952 წელს. იგი გამოიგონეს ხიმან და მორის კრიშებმა. მათ შექმნეს პირველი სოდიანი გაზირებული სასმელი შაქრის გარეშე ებრაულ სანატორიუმში ქრონიკული დაავადებებით მყოფ პაციენტებისთვის. კომპანიამ 1958 წელს გამუუშვა მეორე გაზირებული დიეტური სასმელი «Diet Rite». ბურთულიანი დეზოდორანტი (1952) შარიკიანი აპლიკატორის გამოგონებამდე ყველაზე გავრცელებული დეზოდორანტი იყო «Everdry», ანტიპერსპირანტი ალუმინის ქლორჰიდრატზე დამზადებული, რომელიც ბაბმბიანი ჩხირებზე იყო და ისე უნდა წაესვათ. ასეთი დეზოდორანტით ადვილად ისვრებოდნენ და დიდი დრო სჭირდებოდა, რომ გამშრალიყო. თუმცა მას ერთი დადებითი მხარე ჰქონდა, მისი სასიამოვნო სუნი ტანსაცმლის გარეთც კი იგრძნობოდა. ფერადი ტელევიზორი (1953) ფერადი ტელევიზორი გამოჩნდა ა.შ.შ.-ში 1953 წელს. ათწლეულზე მეტი დასჭირდა რომ პოპულარობა მოეპოვებინა ფერად ტელევიზორს, რადგან ის ძვირი ღირდა, და ფერადი გადაცემები კი იმ დროისათვის იყო ცოტა. პირველი ამერიკული ფერადი გადაცემა იყო „ვარდების აღლუმის“ ტრანსლაცია 1954 წელს. მიკროტალღური ღუმელი (1954) პირველი მიკროტალღური ღუმელი კომერციული გამოყენებისთვის გამოუშვა კომპანია Raytheon-მა 1954 წელს. ავტომატურად მოძრავი კარი (1954) გამომომგონებლებმა დი ჰორტონმა და ლიუ ჰიუიტმა გამოიგონეს ავტომატურად მოძრავი კარი, როდესაც დააკვირდნენ რა რთული იყო ხალხისთვის გამკლავებოდნენ მბრუნავ კარებს ქარში. საფხრეწი შესაკრავი (1955) ასეთი შესაკრავის გარეშე ვერ ატარებდნენ ბავშვები ლამაზ ფეხსაცმელებს და საერთოდაც შეიძლება საერთოდ ვერ ჩაეცვათ ფეხზე თავისით ექვს წლამდე. სამწერტილიანი უსაფრთხოების ღვედი (1955) კომპანია «Volvo»-მ პირველმა წარმოადგინა სამ წერტილიანი უსაფრთხოების ღვედი 1955 წელს და ამავე წელს გახადა იგი სტანდარტულ უსაფრთხოების ღვედად „Volvo 122„ მოდელში. ულტრაბგერა (1956) ულტრაბგერა პირველად გამოიყენეს კლინიკური მიზნებისთვის 1956 წელს ქალაქ გლაზგოში. თუმცაღა 70-იან წლებამდე არ იყო ულტრაბგერითი გამოკვლევა ფართოდ გავრცელებული. 295 6-ს მოსწონს 1-ს არა
|